ათასწლეულის სკოლაში გვჯერა, რომ თითოეული ადამიანს უნიკალური შესაძლებლობები და მისწრაფებები აქვს.
ათასწლეულის სკოლა არის სკოლა, სადაც სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეები სკოლაშივე სწავლობენ საკუთარი შესაძლებლობების, მისწრაფებების გამოვლენასა და სასარგებლოდ გამოყენებას.
შეგიძლიათ იხილოთ ათასწლეულის სკოლის დამრიგებლებისა და მასწავლებლების მიერ განხორციელებული სასწავლო პროექტები.
“ათასწლეულის სკოლა” აცხადებს კონკურსს
ინგლისური ენის მასწავლებლის პოზიციაზე.
“ათასწლეულის სკოლის” ინგლისური ენის მასწავლებელი:
- ქმნის თითოეული მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოს;
- ქმნის სასწავლო გარემოს, რომელიც ეხმარება მოსწავლეს სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში;
- ეხმარება მოსწავლეს რეფლექსიისა და თვითრეფლექსიის უნარის განვითარებაში;
- ქმნის გარემოს, რომელიც თითოეულ ინდივიდს ეხმარება განსხვავებულობის აღქმასა და მიმღებლობაში;
- ახალისებს მოსწავლის ინიციატივებს, კითხვების დასმის სურვილს;
- სწავლა-სწავლების პროცესში იყენებს თანამედროვე სასწავლო მიდგომებს და მრავალფეროვან სასწავლო რესურს;
- შეუძლია შეიმუშაოს მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული დეტალური და დაბალანსებული სასწავლო გეგმა;
- იყენებს სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სირთულეების ანალიზს სამომავლო საგაკვეთილო პროცესში შესაბამისი ინტერვენციების განსახორციელებლად;
- გეგმავს და მონაწილეობას იღებს სკოლის ინგლისურენოვან პროექტებსა და სხვა აქტივობებში;
- თანამშრომლობს საფეხურის კოორდინატორთან, კლასის მასწავლებლებთან, ფსიქოლოგთა გუნდთან და მათთან ერთად ზრუნავს თითოეული მოსწავლის აკადემიური, სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებაზე;
- აქტიურადაა ჩართული სასწავლო რესურსის შექმნა-მოდიფიცირებაში;
- მოსწავლის საჭიროებებიდან გამომდინარე ამყარებს აქტიურ კომუნიკაციას მშობლებთან;
- ერთვება სკოლის მიერ შეთავაზებულ პროფესიული განვითარების აქტივობებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ინგლისური ენის მიმართულებით (ბაკალვრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხი უცხოური ენების სწავლების შესაბამისი სპეციალიზაციით);
- აუცილებელია სასკოლო ასაკის მოსწავლეებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება, მათ შორის არაფორმალური განათლების ფარგლებშიც;
- სასურველია კანდიდატი ფლობდეს CELTA სერტიფიკატს;
- სასურველია კანდიდატი ფლობდეს TKT სერტიფიკატს.
- გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი გადადის შესარჩევი პროცესების მეორე ეტაპზე, რომელიც კანდიდატისთვის ინდივიდუალურად შერჩეულ, კონკრეტული საქმიანობის შესრულებას გულისხმობს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@millennium-school.org. აუცილებელია რომ აპლიკანტმა პოზიციის დასახელება მიუთითოს subject-ის ველში. სკოლა შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება არაუგვიანეს
20 ივლისისა. განაცხადის გაკეთებამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ წარმოსადგენი ინფორმაცია და დოკუმენტები შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, შესაძლოა, შეიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
პერსონალურ მონაცემებს შპს „ათასწლეულის სკოლა“ დაამუშავებს ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ასევე, პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში - შრომით-სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის მიზნით.
თქვენი რეზიუმე შეინახება განცხადების გაკეთებიდან ერთი წლის ვადით და გამოყენებული იქნება 2025-2026 სასწავლო წლის მანძილზე ვაკანტური პოზიციის წარმოშობის შემთხვევაში.
სკოლაში პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის და პირობების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ სკოლის ვებგვერდზე millennium-school.org.