სს "კავკასიან პეტ კომპანი" ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში.ოფისი და ქარხანა მდებარეობს ქ. რუსთავში
წარმოების გაფართოებასთან დაკავშირებით, ვაცხადებთ ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე: წარმოების მე-3 ოპერატორი / შემფუთავ-დამფასოებელიწარმოების მე-3 ოპერატორიმოთხოვნები:- წარმოებაში ტექნოლოგიურ დანადგარებთან მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება. საწარმოო დანადგარების და ხაზების მომსახურების გამოცდილება (სასურველია).
- ტექნიკასთან, მექანიზმებთან, ელექტრო მოწყობილობებთან მუშაობის უნარები (სასურველია).
- კომპიუტერულის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე და დოკუმენტაციის წარმოების წესების ცოდნა.
- პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიის ცოდნა.
- ქართული და რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა.
- პასუხისმგებლიანი, ყურადღებიანი, შრომისმოყვარე.
- სამუშაო მოითხოვს ფიზიკურ ძალას, სიმძიმეების აწევას.
თანამდებობრივი მოვალეობები:- ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება, პროცესის გაშვება, რეგულირება და კონტროლი.
- მოწყობილობების ტექნიკური პარამეტრების კონტროლი და რეგულირება.
- გამოსაშვები პროდუქციის ხარისხის კონტროლი; დანადგარების მუშაობის ჟურნალის წარმოება; ცვლის ანგარიშების შედგენა.
- საამქროს ტერიტორიისა და მოწყობილობების დასუფთავება.
- ნებისმიერი დამხმარე სამუშაოების შესრულება.
სამუშაო გრაფიკი: - 08:00-დან 20:00-მდე და 20:00-დან 08:00-მდე (2 სამუშაო დღე: დღე/ღამე, მომდევნო ორი დღე დასვენება + დამატებითი სამუშაო ანაზღაურებადი, საჭიროებიდან გამომდინარე).ხელფასი - 1105 ლარი ხელზე ან 6, 05 ლარი საათში საგამოცდო პერიოდის განმავლობაში (3 თვე). საგამოცდო პერიოდის გასვლის და გამოცდის ჩაბარების შემდეგ - 1500 ლარი ხელზე ან 8, 24 ლარი საათში.შემფუთავ-დამფასოებელი
მოთხოვნები:- მართვის მოწმობა ან სატვირთველის მართვის სერთიფიკატი.
- ფიზიკურად მუშაობის და მძიმეების აწევის უნარი.
- ქართული ენის ცოდნა, სასურველია რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა.
- პასუხისმგებლიანი.
- ყურადღებიანი.
- პუნქტუალური.
- შრომისმოყვარე.
თანამდებობრივი მოვალეობები:- მზა პროდუქციისთვის ყუთის აწყობა. ცარიელი ყუთის წონა 11-15კგ.
- მზა პროდუქციის შეფუთვა. სავსე ყუთის წონა 280-315კგ.
- შეფუთული პროდუქციის სასაწყობე ზონაში განთავსება.
- წარმოებაში ხვადასხვა დამხმარე სამუშაოს შესრულება.
- სასაწყობე და საწარმოო ტერიტორიაზე სისუფთავის უზრუნველყოფა/დასუფთავება და ინვენტარის გაფრთხილება და მათი გამართულობის კონტროლი.
სამუშაო გრაფიკი -08:00-დან 20:00-მდე და 20:00-დან 08:00-მდე ( 2 სამუშაო დღე: დღე, ღამე, მომდევნო ორი დღე დასვენება + დამატებითი სამუშაო საჭიროებიდან გამომდიანრე).ხელფასი - 1400 ლარი ხელზე ან 7,67 ლარი საათში. გამოსაცდელი ვადის 1 თვის განმავლობაში - 1000 ლარი ხელზე ან 5,48 ლარი საათში (დამოკიდებულია ფაქტობრივად ნამუშევარ დროზე, საპენსიო გადასახადის გამოკლებით).პირობები ყველა ვაკანსიისთვის:- პრემირება - წლის მუშაობიდან გამომდინარე.
- ჩვენი სოციალური პაკეტი მოიცავს: ჯანმრთელობის დაზღვევა;
- ტრანსპორტირება - სამსახურში მიყვანა-წამოყვანა (რუსთავში);
- კორპორატიულ ნომერი;
- კვება;
- FITPASS-ის კორპორატიული ტარიფი (აუზი, სატრენაჟორო დარბაზი).
რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე: viktoriya.kovalenko@caucasianpet.com