საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უძრავი ქონების, დეველოპერულ ან მონათესავე სფეროში მუშაობის გამოცდილება (კანდიდატს მიენიჭება უპირატესობა).
- პოტენციურ მომხმარებლებთან პროდუქციის/სერვისების პრეზენტირების გამოცდილება.
- ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარები
- გახსნილი კომუნიკაციის უნარი
- გაწონასწორებულობა
- აქტიურობა და მიზანდასახულობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- პროცესებისა და დროის მართვის უნარი
ანაზღაურება და ბენეფიტები
- კონკურენტული საბაზისო ანაზღაურება + გაყიდვების ბონუსი (ყოველთვიური)
- ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევა
- თანამედროვე და კეთილმოწყობილი ოფისი
- პროფესიული და მეგობრული სამუშაო გარემო
- ინდუსტრიის პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი
- კომფორტულად მუშაობის ყველა პირობა
- კორპორატიული და სხვადასხვა ღონისძიებები
თუ თვლით, რომ ფლობთ ამ პოზიციის შესაბამის ცოდნას და გამოცდილებას, გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი CV/რეზიუმე ელ.ფოსტით:
vacancy@homer.ge სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება “გაყიდვების მენეჯერი”. (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებთან).
Homer-ი გისურვებთ წარმატებებს და მოუთმენლად გელით ჩვენ გუნდში!
შპს ჰოუმერ გრუპის (ს/ნ: 402323115; იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, მოედანი ივ. ჯავახიშვილი, N1) მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; ასევე აცხადებთ თანხმობას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, კომპანიამ თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით. დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შპს ჰოუმერ გრუპი შესაბამის ვადებში სრულად გაანადგურებს თქვენს რეზიუმეს და კომპანიაში არსებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.