ხელმძღვანელის თანაშემწე/ადმინისტრატორი
თარიღები: 30 ივნ - 29 ივლ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: ნახევარი განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1500 - 2000
სასტუმრო/რესტორანი/კვება:  ადმინისტრატორი (HoReCa)
პრემიუმ კლასის ობიექტს Villa Elysium Park-ს ესაჭიროება ხელმძღვანელის თანაშემწე ადმინისტრატორის ფუნქციებით. 

მოვალეობები: 
  • პერსონალის მუშაობის კონტროლი (დასუფთავება, უსაფრთხოება, მძღოლები და სხვა) 
  • ახალი თანამშრომლების მოძიება, შერჩევა და ადაპტაცია 
  • ყოველდღიური პროცესების ორგანიზება და კოორდინაცია 
  • სტუმრების მიღება და მათთან ურთიერთობა ობიექტზე 
  • მიმდინარე საკითხების და პრობლემების გადაჭრა 
  • გრაფიკების, ცხრილების და შიდა დოკუმენტაციის წარმოება 
  • ხელმძღვანელის ადმინისტრაციული მხარდაჭერა 
  • კომუნიკაცია მომწოდებლებთან და სხვადასხვა მომსახურე პირებთან 

მოთხოვნები: 
  • სასურველია მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე 
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლიანობა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი 
  • გამართული სიტყვა და წერა 
  • კომპიუტერთან, მესენჯერებთან და Google ცხრილებთან მუშაობის უნარი 
  • ენები: აუცილებელია ქართული, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა 
  • სტრესთან გამკლავების უნარი, პუნქტუალობა, სიზუსტე 

პირობები: 
  • სრული განაკვეთი 
  • სამუშაო გრაფიკი შეთანხმებით 
  • ხელფასი: 1500 ლარი საცდელი ვადის განმავლობაში, 2000 ლარი მის დასრულების შემდეგ 
  • უფასო ტრანსფერი სამუშაო ადგილამდე და უკან დაბრუნება 
  • კომფორტული გარემო და მეგობრული კოლექტივი 
  • სამუშაო ადგილი: Villa Elysium Park (ბათუმი, საქართველო) 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ  გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.