აეროპორტის საბაჟო საწყობის ოპერატორი
2xP PRIORITY DHL
თარიღები: 30 ივნ - 14 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: საშუალო განათლება
ენები: ინგლისური რუსული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  საბაჟო
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: career@dhl.ge
DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა, კომპანია შპს“ჯორჯიან ექსპრესი“ აცხადებს ვაკანსიას აეროპორტის საბაჟო საწყობის ოპერატორი პოზიციაზე. 
 
ძირითადი მოვალეობები:  
  • ტვირთის მიღება, გარეგნული დათვალიერება და შესაბამისი დოკუმენტაციის გადამოწმება; 
  • საბაჟო და ლოგისტიკურ პროცედურებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება; 
  • ტვირთის მიღების დროს მისი გარეგანი ინსპექტირება და  ნებისმიერი შეუსაბამობის (დაზიანების, დანაკლისის, როგორც წონაში, ასევე, ადგილების რაოდენობაში) აღრიცხვა, აქტის შედგენის მოთხოვნა ტერმინალში და  ინფორმაციის ქსელში ასახვა. 
  • ტვირთის გაცემის პროცესის მართვა და შესაბამისი დოკუმენტების გადამოწმება განსაბაჟებელ გზავნილებზე დეკლარირების ვადის კონტროლი და   ელექტრონული აღრიცხვა; 
  • ტვირთის მდგომარეობის პერიოდული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში პასუხისმგებელი პირების ინფორმირება 
  •  უსაფრთხოების ნორმების დაცვა ტვირთის გადაადგილებაზე. 
  • თანამშრომლობა საბაჟო ოფიცრებთან. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • საშუალო ან უმაღლესი განათლება (უპირატესობად ჩაითვლება ლოგისტიკის, მენეჯმენტის ან რელევანტურ სფეროში განათლება); 
  • საბაჟო და ლოგისტიკური პროცესების საბაზისო ცოდნა; 
  • სასურველია საწყობის მართვის სისტემებში მუშაობის გამოცდილება; 
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა; 
  • MS Office, Windows, კარგი ცოდნა. 
 
უნარ-ჩვევები: 
  • პუნქტუალური; 
  • პასუხისმგებლიანი; 
  • სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი; 
  • დეტალებზე და სიზუსტეზე ორიენტრირებული; 
  • ფიზიკური დატვირთვის გაწევის უნარი და მზადყოფნა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი. 
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე  14 ივლისის   ჩათვლით მისამართზე: career@dhl.ge  და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა. 
 
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა კომპანია შპს “ჯორჯიან ექსპრესი“ ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა კომპანია შპს “ჯორჯიან ექსპრესი“-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.