IT Tech არის მოწინავე IT ინტეგრატორი საქართველოში, რომელიც 2011 წლიდან წარმატებით ეხმარება ქართულ კომპანიებს ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტიან დანერგვასა და განვითარებაში.ამჟამად ჩვენს გუნდში ვეძებთ პროექტ-მენეჯერს სახელმწიფო გაყიდვების მიმართულებით.ფუნქცია-მოვალეობები:- IT მიმართულებით სახელმწიფო ტენდერების მოძიება/მონიტორინგი.
- პოტენციურ სახელმწიფო/საჯარო მომხმარებლებთან კომუნიკაციის დამყარება და არსებულებთან კომუნიკაციის შენარჩუნება.
- ტენდერების სრული ციკლის მართვა, საჭირო დოკუმენტების მომზადება და ორგანიზება;
- არსებული და მომავალი პროექტების გაყოლა.
- გაყიდვების მონაცემების შეგროვება და ანალიზი, ანგარიშების/რეპორტის მომზადება.
- მონაცემთა ბაზის განახლება და მართვა.
- ლიცენზიების ბაზის მართვა და განახლება.
- ბაზრის კვლევა: ბაზრის კვლევების ჩატარება და ანალიზი, კონკურენტების მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- MS Office (Word, Excel, Power Point, Outlook) პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე.
- სავალდებულოა სახელმწიფო სექტორთან მუშაობის გამოცდილება.
- სავალდებულოა სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის გამოცდილება.
- უპირატესობად ჩაითვლება კომპიუტერული/ქსელური/სერვერული მიმართულებით ცოდნა/გამოცდილება.
პირობები:- კონკურენტუნარიანი ანაზღაურება კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე.
- სამუშაო ადგილი ც.დადიანის 7, „ქარვასლა“, თბილისი.
- ჯანმრთელობის დაზღვევა ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადის (6 თვე) შემდეგ.
- პოზიცია ითვალისწინება იშვიათ მივლინებებს საქართველოს მასშტაბით.
რეზიუმეები მიიღება ელ.ფოსტაზე hr@ittech.ge 30 ივლისამდე. წერილის სათაურის ველში არ დაგავიწყდეთ მიუთითო B2G პროექტ-მენეჯერი.ჩვენს შესახებ მეტი ინფორმაცია https://itt.ge/მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.