წუნმდებელი
VIP Legi
თარიღები: 30 ივნ - 29 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: რუსული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  საწყობი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@legi.ge
შპს „ლეგი“ — ერთ-ერთი წამყვანი კომპანია საქართველოს ბეტონის ნაკეთობების წარმოების ბაზარზე, რომლის საწარმო აღჭურვილია უახლესი გერმანული ტექნოლოგიებით.
კომპანია „ლეგი“ აცხადებს ვაკანსიას - წუნმდებლის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი ლილო, იალნოს ქ. #27

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მზა პროდუქციის შემოწმება, დათვლა და ჩაბარება;
  • პროდუქციის ვიზუალური კონტროლი, უდეფექტო პროდუქციის მიწოდების უზრუნველყოფა;
  • წუნდებული პროდუქციის აღწერა და კონტროლი;
  • წუნდებული პროდუქციის აღმოჩენისთანავე წუნდებულში გადატანა.

პიროვნული თვისებები:
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციის, დარწმუნებისა და თავაზიანი მომსახურების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი, ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@legi.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!