სს "ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას უნაღდო ანგარიშსწორების სპეციალისტის პოზიციაზე.ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:- ყოველდღიური საბანკო ოპერაციების წარმოება;
- განხორციელებული საბანკო გადარიცხვების პროგრამაში ასახვის და გადარიცხვების კონტროლი;
- კომპანიის საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის და ნაშთების კონტროლი;
- ბანკებთან კორესპონდენციის წარმოება ხელმძღვანელთან შეთანხმებით;
- პირველადი დოკუმენტაციის რეესტრის წარმოება და კონტროლი;
- შემოსავლების სამსახურის პორტალზე ატვირთული სასაქონლო ზედნადებების კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- უმაღლესი განათლება საბუღალტრო, ფინანსური ან ეკონომიკური მიმართულებით ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება იგივე ან მსგავს პოზიციაზე;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00) მისამართი: გიორგი ქუჩიშვილის ქ. N 11დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@GDM.GE აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება! გისურვებთ წარმატებას.