ს.ს “ბაზისბანკი“ აცხადებს ვაკანსიას ESG რისკის ოფიცერის პოზიციაზე ქ. თბილისში. მოვალეობები: - სოციალური და გარემოსდაცვითი (Environmental & Social - E&S) რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და მონიტორინგი საკრედიტო განაცხადების განხილვის პროცესში;
- საქართველოს ეროვნული ტაქსონომიის მიხედვით სესხების მწვანე და სოციალური სტატუსის განსაზღვრა;
- შესაბამისობის უზრუნველყოფა საქართველოს რეგულაციებსა და სტანდარტებთან, მათ შორის ESG-სა და მდგრადი ფინანსების მიმართულებით არსებული მოთხოვნებთან;
- მდგრადი განვითარების პროექტებში ჩართვა და მხარდაჭერა – როგორც შიდა პროცესების განვითარებაში, ისე ანგარიშგების, ტრენინგებისა და საკომუნიკაციო აქტივობების კუთხით.
მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება (გარემოსდაცვითი მეცნიერებების, ეკონომიკის, ფინანსების ან სხვა შესაბამის დარგში);
- სასურველია ESG/სოციალურ-ეკოლოგიური რისკების ან მდგრადი განვითარების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- ეროვნული ტაქსონომიის და სხვა შესაბამისი ადგილობრივი სტანდარტების ცოდნა;
- ინგლისური და ქართული ენების კარგად ცოდნა.
უნარები: - ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2025 წლის 14 ივლისის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge , სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!