ფილიალის მენეჯერი
1xP PRIORITY ნოვა
თარიღები: 30 ივნ - 29 ივლ
მდებარეობა: თელავი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
გაყიდვები:  ფილიალების ქსელი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hrretail@nova.ge
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის  პოზიციაზე თელავში

სამუშაოს აღწერა:
  • ფილიალის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მართვა და მათ განვითარებაზე ზრუნვა;
  • მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზების უზრუნველყოფა;
  • სტრატეგიების დასახვა მომხმარებლის მოსაზიდად, მომგებიანობის გაზრდის და საგამოფენო დარბაზში გამტარიანობის ამაღლების   მიზნით;
  • ბაზრის მონიტორინგი (კატეგორიის მიხედვით) და კონკურენტების კვლევა (ასორტიმენტი, ფასი და ა.შ.);
  • ასორტიმენტის მართვა და ნაშთების კონტროლი;
  • საგამოფენო დარბაზში სივრცის სწორად ორგანიზება;
  • გეგმის შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების ინიცირება-დაგეგმვა- განხორციელება;
  • პროდუქციის მიღება-გაცემა-განთავსების და გაყიდვის პროცესის უწყვეტობის მონიტორინგი; 
  • მარკეტინგის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ტიპის აქციებში ჩართულობა;
  • მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
  • კვალიფიკაციის ასამაღლებელ სწავლებებსა და ტრენინგებში მონაწილეობის მზაობა;

ძირითადი მოთხოვნები:
  • საცალო ინდისტრიაში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად);
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);

სასურველი უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლიანი;
  • დისციპლინირებული;
  • ენერგიული;
  • შრომისმოყვარე;
  • პუნქტუალური.

ანაზღაურება - შეთანხმებით;
სამუშაო გრაფიკი - სრული;
განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2025 წლის 30 ივლისი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე hrretail@nova.ge  და პოზიციის დასახელებაში მიუთითეთ  „ფილიალის მენეჯერი თელავი“  

დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.

პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს,  აღნიშნული ინფორმაცია მუშავდება და 3 წლის ვადით ინახება, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.