სამშენებლო კომპანია საქართველო-ისრაელის ბიზნეს ჯგუფი აცხადებს ვაკანსიებს მთავარი არქიტექტორისა და უმცროსი არქიტექტორის პოზიციებზესამუშაო საათები: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი 11:00-დან 19:00 საათამდეანაზღაურება: შეთანხმებით.სამუშაო ადგილი: თბილისიძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:- არქიტექტურული პროექტების დეტალური ნახაზების შექმნა;
- არქიტექტურული პროექტის შექმნის პროცესში, სხვადასხვა საკითხების შეთანხმება მომიჯნავე პროფესიის (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, წყალმომარაგება, წყალარინება, ვენტილაცია და სხვ.) წარმომადგენლებთან;
- პროექტის შესაბამისად, შიდა და გარე დიზაინების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- საჭიროების შემთხვევაში, არქიტექტურულ ნახაზში ცვლილებების შეტანა/კორექტირება;
- შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებიდან ნებართვების მოპოვების მიზნით, დოკუმენტების/ნახაზების მომზადება;
- სამშენებლო ობიექტზე ვიზიტის განხორციელება, სამუშაოების მსვლელობის დათვალიერება და მშენებლობის პროგრესის ამსახველი ანგარიშის მომზადება.
- სრული პასუხისმგებლობა მშენებლობის ნებართვების მიღებამდე და პროექტების მიმდინარეობისას
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- უმაღლესი (არქიტექტურის განხრით);
- არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების წაკითხვის უნარი;
- შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
- სახელმწიფო ორგანოებიდან ნებართვების მოპოვების მიზნით, ეტაპების შესაბამისი შესათანხმებელი დოკუმენტაციის მომზადება.
პიროვნული თვისებები:- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- კომუნიკაბელურობა
კანდიდატის შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:- CV-ის განხილვა;
- გასაუბრება.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) და დეტალური პორტფოლიო შეთანხმებული პროექტების თაობაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: constructiontbilisi@gmail.comდა მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მთავარი არქიტექტორი ან უმცროსი არქიტექტორი