ექსპორტ მენეჯერი / გაყიდვების სპეციალისტი
თარიღები: 01 ივლ - 20 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური რუსული ჩინური
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი) ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  იმპორტ-ექსპორტის ადმინისტრირება
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@kgm.ge
შპს ,,კახური ღვინის მარანი’’ 2007 წლიდან დაკავებულია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოება/რეალიზაციით. კომპანიის პროდუქცია დიდი წარმატებით სარგებლობს მსოფლიო მასშტაბით. წარმოების ძირითადი წილი გადის ექსპორტზე არაერთ ქვეყანაში- აშშ, სინგაპური, ჩინეთი, რუსეთი, ბელორუსია, უკრაინა, ყაზახეთი, ინგლისი, პოლონეთი, შვედეთი, ჰოლანდია, ჩეხეთი, სლოვაკეთი და ა.შ.

კომპანია, თბილისის ოფისში აცხადებს ვაკანსიას ექსპორტ მენეჯერი/გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ.
  • გახსნილი, აქტიური, კეთილგანწყობილი, გაწონასწორებული.
  • გამართული მეტყველება და წერითი უნარები.
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
  • ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის უნარები.

მოთხოვნები:
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
  • სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების; სასურველია ჩინური ენის ცოდნა.
  • სასურველია უმაღლესი განათლება
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

ვალდებულებები:
  • ღვინის საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესწავლა და ანალიზი
  • კლიენტების მოზიდვა და მათთან ურთიერთობის რეგულაცია.
  • კომპანიის ელექტრონული ფოსტის ყოველდღიური მონიტორინგი.
  • ღვინის ეროვნულ და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიღება პოტენციური კლიენტების მოძიების მიზნით.
  • ექსოპრტის და ადგილობრივი გაყიდვების მონიტორინგი, რაც ასევე გულისხმობს აქციზური მარკების მონიტორინგს, გაყიდული პროდუქციის დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფას და კონტროლს.
  • კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება.
  • გაყიდვების შემდგომი კომუნიკაციები და შეფასება.
  • პერიოდული ანგარიშგების შედგენა და ხელმძღვანელისთვის წარდგენა, დაწესებული ვადების მიხედვით.

გთხოვთ, რეზიუმე მოგვაწოდოთ 20 ივლისამდე, მისამართზე: info@kgm.ge