შ.პ.ს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია express capital + არის საფინანსო კომპანია , რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ადვილ, სწრაფ და კომფორტულ ფინანსურ სერვისს. კომპანია ორიენტირებულია მოკლევადიანი დაკრედიტების მომსახურებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე. შ.პ.ს express capital + უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მისი გუნდი. ის შედგება ნიჭიერი და პროფესიონალი ხალხისგან, რომლებიც სრულად იყენებენ თავიანთ პოტენციალს.ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს და სამუშაო პირობებს თქვენი პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის.express capital + გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას შემდეგ პოზიციებზე: საკრედიტო ოფიცერი - თბილისში და ბათუმში.ფუნქციები და მოვალეობები:- საკრედიტო ბაზრის შესწავლა და ანალიზი;
- კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
- საინფორმაციო ბროშურების მიზნობრივი გავრცელება;
- პოტენციური კლიენტისათვის სესხის პირობების გაცნობა, პროდუქტის უპირატესობების წარმოჩენა;
- საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტისთვის გადაგზავნა;
- საკრედიტო პორთფელის ხარისხის მართვა;
- მიმდინარე ვადაგადაცილებულ კლიენტებთან ვიზიტი თანხის გადახდევინების მიზნით;
- პრობლემურ მსესხებლებთან ურთიერთობა. სესხის დროული დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით, მათთან მოლაპარაკების წარმოება;
- ნაღდი ფულის მიღება;
- მატერიალური პასუხისმგებლობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მცირე ბიზნესის დაკრედიტების გამოცდილებით საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში;
- ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
სხვა მოთხოვნები:- გამართული მეტყველება;
- დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- ემოციური მდგრადობა (გაწონასწორებულობა);
- კონფლიქტების არიდებისა და გადაწყვეტის უნარი;
- პრინციპულობა და შეუპოვრობა მუშაობაში;
- სისხარტე მუშაობაში;
- ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:- სრული განაკვეთი; კვირაში 5 სამუშაო დღე ორშაბათი-პარასკევი 09:30- 18:30 სთ;
- გამოსაცდელი ვადა: მინიმუმ 1 თვე;
- ანაზღაურება: 800-1500 ლარის შუალედი (გამოცდილების შესაბამისი) + მოქნილი ბონუსი;
- კორპორატიული ულიმიტო სასაუბრო მობილურის ნომერი;
- ავტომანქანის ფლობის შემთხვევაში, საწვავის ანაზღაურება, ყოველთვიურად ავტომანქანის იჯარის 200 ლარის დარიცხვა, ყოველ 7000 კმ შემდეგ ძრავის ზეთის, ფილტრის ღირებულების ანაზღაურება.
ჩვენ გთავაზობთ:- დინამიურ და საინტერესო სამსახურს, ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად
- სამუშაოს სწრაფად მზარდ მიკროსაფინანსო კომპანიაში, რომელიც ოპერირებს საინტერესო და კონკურენტულ სფეროში.
- პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას
გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი CV შემდეგ საფოსტო მისამართზე: express.capital.plus@gmail.comP.S. განაცხადი არ განიხილება თუ:არ იქნება აპლიკანტის ფოტოსურათი;განაცხადში არ იქნება მითითებული აპლიკანტისათვის მისაღები მინიმალური ხელფასი.ასევე, ტექსტში მიუთითეთ თქვენი აზრით თვეში საშუალოდ რამდენი პოტენციური მსესხებელის მოზიდვას შეძლებთ?