უმცროსი აუდიტორი
თარიღები: 01 ივლ - 30 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 1000 - 1800
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები:  აუდიტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@andreaudit.ge
შპს ანდრე აუდიტი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი აუდიტორის პოზიციაზე

შპს "ანდრე აუდიტი" არის აუდიტორული კომპანია, Alliot Global Alliance -ის ექსკლიზიური წარმომადგენელი საქართველოში 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
  • ფინანსური აუდიტის პროცესში მონაწილეობის მიღება, რაც გულისხმობს:
  • ფინანსური ინფორმაციის შეგროვებას;
  • სხვადასხვა ცხრილების მომზადებას MS Excel-ში;
  • ბუღალტრულ ოპერაციებში არსებული უზუსტობების იდენტიფიცირებას პირველად დოკუმენტებთან მიმართებაში;
  • გამოვლენილი ხარვეზების განხილვას ხელმძღვანელ პირებთან;
  • კვალიფიკაციის შესაბამისად ფინანსური დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების შესრულებას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია პროფილის შესაბამისი-ბუღალტერია/ აუდიტი/ ფინანსები); ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; მაგისტრი
  • ინგლისური ენის ცოდნა (სავალდებულოა) მინიმუმ B2
  • კომპიუტერული საოფისე  პროგრამები, მათ შორის Microsoft Exel-ის კარგად ცოდნა
  • სასურველია ACCA- ს საკვალიფიკაციო კურსი (პირველი დონე მაინც)
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში

სხვა პროფესიული უნარ-ჩვევები:
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ინტენსიური დატვირთვის პირობებში  მუშაობის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა და პუნქტუალურობა;
  • საქმისადმი მიდგომა მაღალი პასუხისმგებლობით;

ბენეფიტები:
  • მიღეებს პრაქტიკულ განათლებას აუდიტსა და ბუღალტერიაში;
  • უფასოდ დაესწრება კომპანიის ტრენინგ-ცენტრის კურსებს;
  • ექნება შეხება სხვა და სხვა საინტერესო სფეროსთან;
  • ხელფასის მატების რეალური პერსპექტივა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლეჟავას #22 (ჰუალინგის თბილისის ზღვის პლაზა)

სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან -პარასკევის ჩათვლით 10-დან 19 საათამდე:
ანაზღაურება (ხელზე) კომპეტენციისა და გამოცდილების მიხედვით
             
  1.  პირველი პოზიცია 1800  ლარი-დან
  2.  მეორე პოზიცია 1400  ლარი - დან
  3.  მესამე პოზიცია 1000  ლარი - დან
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე:  hr@andreaudit.ge  და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ,,უმცროსი აუდიტორი“.

გაცნობებთ, რომ კომპანია ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას იმ მიზნით, რომ შეფასდეს მისი შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. მონაცემების დამუშავება ხდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით. აღნიშნული ინფორმაცია ასევე შესაძლოა გამოყენებული იქნეს, რათა შეფასდეს კანდიდატის შესაბამისობა მომავალში შესაძლო ვაკანსიებზე. კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ თქვენი მონაცემების შემდგომი დამუშავება, ან გსურთ მათი განახლება ან წაშლა, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.