ქოლ-ცენტრის ოპერატორი
თარიღები: 03 ივლ - 31 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1500
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
ადმინისტრაცია:  ქოლ ცენტრის ოპერატორი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@pillar.ge
დეველოპერული კომპანია შპს “პილარ - დიღომი” - Pillar Park-ის პროექტისთვის აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე.

Pillar Park არის ახალი დაბალი განაშენიანების საცხოვრებელი უბანი დიღომი 8-ში, რომელიც მოიცავს 65,000 მ2 სარეკრეაციო სივრცეს, პარკს, ღია აუზს, ველობილიკებს, ჩოგბურთისა და პადელის კორტებს, სპორტულ და საბავშვო მოედნებს.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლაშა ლაშხიას N8.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, ორშაბათი-პარასკევი (11:00 -19:00), შაბათი (11:00 – 16:00)
ანაზღაურება: 1500 ლარი (NET)

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიაში დანერგილი სტანდარტის შესაბამისად კომპანიის ცხელ ხაზზე შემოსული ზარებისა და სოციალური მედიის საშუალებით შემოსული შეტყობინებების მართვა;
  • კომპანიაში არსებულ პროექტებთან დაკავშირებით პირველადი ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებულ პირებზე (უძრავი ქონების ხელმისაწვდომობა, მდებარეობა, ფასები, გადახდის პირობები და ა.შ);
  • შემოსული სატელეფონო ზარების მიღება, მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და საჭიროების შემთხვევაში ზარის გადამისამართება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან;
  • სოციალური მედიის საშუალებით შემოსულ შეტყობინებებზე, კომენტარებზე სწრაფი და ეფექტური უკუკავშირი;
  • პოტენციური მყიდველის ინტერესების იდენტიფიცირება და გაყიდვების გუნდისთვის ინფორმაციის გადაცემა;
  • სხვადასხვა ანგარიშების მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის;
  • უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება პოზიციის სპეფიციკის ფარგლებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office);
  • ინგლისური ენის B2 დონაზე ცოდნა;

უნარები:
  • პრიორიტეტების სწორად დანახვის უნარი;
  • დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • პასუხისმგებლიანობა;
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს „პილარ- დიღომი”-ს მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.

უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@pillar.ge

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე E-mail-ზე: hr@pillar.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ქოლ-ცენტრის ოპერატორი.

გისურვებთ წარმატებებს!