შპს "მეგაკო თრეიდი" წარმოადგენს კომპანია “მეგაკო” -ს შვილობილ კომპანიას, რომელიც წარმატებით მოღვაწეობს ბაზარზე 2012 წლიდან და დღესდღეობით წარმოადგენს ისეთი მსხვილი კომპანიების ექსკლუზიურ დისტრიბუტორს, როგორებიცაა საქართველოში წარმოებელი ჩაი გურიელი -Gurieli, ასევე საქართველოში წარმოებული ჰიგიენური ქაღალდის ბრენდი „კრიალა“, უკრაინული წარმოების ბრენდები "Шедро", "Алан " და სხვ. კომპანიის პრიორიტეტული ღირებულებებია სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლისადმი ერთგულება.
სადისტრიბუციო კომპანია „მეგაკო თრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- სავაჭრო წერტილებში პროდუქციის სარეალიზაციოდ შეკვეთის გაკეთება;
- სავაჭრო ადგილებში პროდუქციის ეფექტურ ადგილას განლაგება და მისი მუდმივი კონტროლი;
- ეფექტური ურთიერთანამშრომლობის დამყარება სავაჭრო წერტილის წარმომადგენლებთან;
- სარეკლამო დანადგარების დამონტაჟება და სარეკლამო მასალების განთავსება მერჩენდაიზინგის სტანდარტებისა და სუპერვაიზერის მითითებების შესაბამისად;
- მუდმივად აკონტროლოს პროდუქციის შენახვის პირობები, ვადა და აწარმოოს როტაცია;
- გაყიდულ პროდუქციასა და მასზე ანგარიშწორებაზე სრული პასუხისმგებლობა;
- აღრიცხვიანობის სისტემატური და აკურატული წარმოება დადგენილი წესის მიხედვით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- სასურველია გაყიდვებში მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
- ავტომობილის მართვის მოწმობა B კატეგორია;
- აუცილებელია საკუთარი ავტომობილი
სამუშაო პირობები:- შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1300 ლარი + ბონუსი 200 ლარი;
- სამუშაო ადგილი: თბილისი
- სამუშაო განაკვეთი: სრული
დაინტერესებულ კანდიდატებს გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე: rusonasaridze@yahoo.com, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - სავაჭრო აგენტი, სხვა შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება;დაგვიკავშირდით: +995599797848
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცახდებთ თანხმობას კომპანიის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება)