სერვისისა და საოპერაციო მენეჯერი
1xP PRIORITY MKL Shipping
თარიღები: 03 ივლ - 31 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1200 - 2000
განათლება: საშუალო განათლება
ენები: ქართული ინგლისური რუსული
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი) ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  ლოჯისტიკა
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@mklshipping.ge
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +9950322422424
ამერიკული კომპანია MKL Shipping-ის საქართველოს წარმომადგენლობა ეძებს სერვისისა და საოპერაციო მენეჯერს

MKL Shipping თანამშრომლობს ამერიკულ ავტოაუქციონებთან 15 წელზე მეტია და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აწარმოებს მეორადი ამერიკული ავტომობილების იმპორტს. MKL ამერიკას აქვს საკუთარი 4 ავტოსადგომი ამერიკის პორტებთან, სრულად გამართული მიწოდების სერვისი და მზარდი გუნდი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

საქართველოში წარმომადგენლობა 1 წელზე მეტია ოპერირებს და მისი სერვისის მომხმარებლების პორტფელი ყოველდღიურად იზრდება.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებელთან კომუნიკაციის დამყარება;
  • აუქციონზე ავტომანქანების მოძიება და მომხმარებლისთვის შეთავაზება;
  • ტრანსპორტირების ტარიფის შეთავაზება;
  • შერჩეულ ავტომანქანებზე აუქციონის თამაში;
  • ავტომანქანის მოგების შემთხვევაში ინვოისის გამოწერა;
  • კომპანიის სისტემაში მომხრებლისა და შეძენილი ავტომანქანის მონაცემების დაფიქსირება;
  • ავტომანქანის ტრანსპორტირების პროცესში მომხმარებლისთვის განახლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • ტრანსპორტირების ინვოისის გამოწერა;
  • კონტეინერის გასხნის შემდგომ ფოტო მასალის მიწოდება მომხმარებელთან;
  • სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემთხვევაში, საჭირო დოკუმენტაციის მიწოდება სადაზღვევოსთან და ანაზღაურების პროცესში კომუნიკაცია;
  • ჩასატვირთი კონტეინერების გეგმის შედგენაში ლოგისტიკის გუნდთან ერთად ჩართულობა.

კანდიდატის მიმართ მოთხოვნები:
  • ორგანიზებულობა;
  • სასურველია, მსგავს სფეროში გამოცდილება;
  • ავტომანქანების მოდელებსა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების მოდელების შესახებ ცოდნა;
  • კომუნიკაციის კარგი უნარები;
  • ენების ცოდნა: ქართული, რუსული, ინგლისური;
  • CRM და საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა: Word; Excel; Outlook

სამუშაო ადგილი: თბილისი, იაკობ ნიკოლაძის #3
ანაზღაურება 1200-დან 2000 ლარამდე, კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით.

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გამოაგზავნეთ მისამართზე: info@mklshipping.ge
ტელ: +9950322422424

კომპანიის ვებ გვერდი: mklshipping.ge
კომპანიის სოც. მედია: facebook.com/MKLSHIPPINGLTD