ფილიალის მენეჯერი
2xP PRIORITY BlueTabla
თარიღები: 03 ივლ - 01 აგვ
მდებარეობა: რუსთავი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1500 - 2000
გაყიდვები:  ფილიალების ქსელი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: career@bluetabla.ge
ბლუტაბლა ქმნის სახლის აქესესუარებს, რომელთა დიზაინიც შთაგონებულია ქართული კულტურით. თითოეული ინარჩუნებს მთავარ იდეას - ქართული სახასიათო დიზაინის შექმნასა და მათ ყოველდღიურობაში დამკვიდრებას.

ბლუტაბლა აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ფიტპასის მომსახურებას;
  • ფასდაკლებას ბლუტაბლას პროდუქციაზე;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.

სამუშაო პირობები:
  • ანაზღაურება: 1500-2000 ლარი
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
  • სამუშაო ადგილი: რუსთავი (რუსთავი მოლი)

მოთხოვნები:
  • მომსახურების/ვაჭრობის სფეროში მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • გუნდის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
  • საბუღალტრო პროგრამა ბალანსში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

მოვალეობები:
  • მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
  • გაყიდვების ზრდა;
  • ფილიალის თანამშრომლების ტრენინგი და მართვა;
  • მომხმარებლებთან ურთიერთობა;
  • ვიზუალური მერჩენდაიზინგი (პროდუქციის ფილიალიში განთავსება);
  • მარაგების კონტროლი;
  • საბუღალტრო პროგრამაში ოპერაციების შესრულება

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV მეილზე career@bluetabla.ge
გამოგზავნისას გთხოვთ სათაურში მიუთითოთ "ფილიალის მენეჯერი-რუსთავი".