ბარისტა
2xP PRIORITY მეამა
თარიღები: 03 ივლ - 01 აგვ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება:  ბარისტა
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: career@meamacollect.ge
მეამა ფრენშაიზი თავის გუნდში იწვევს აქტიურ და მოტივირებულ კანდიდატებს ბარისტას პოზიციაზე

ვეძებთ თანამშრომლებს, რომლებსაც აინტერესებთ მრავალფეროვან პროდუქტებთან მუშაობა და უყვართ ხალხთან კომუნიკაცია.
მეამა ფრენშაიზი არის ახალი კონცეფციის ყავის ობიექტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს, როგორც მეამას კაფსულის უნიკალურ გემოებს, ასევე ყავაზე და ჩაიზე დაფუძნებულ სხვადასხვა კოქტეილს.

თუ ეძებ სამსახურს, სადაც იმუშავებ მეგობრულ გარემოში , ერთდროულად ისწავლი და განვითარდები , მაშინ ეს პოზიცია შენთვისაა !

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 35 საათი , ცვლების მიხედვით - 5 დღე მუშაობა , 2 დღე დასვენება ;
საათობრივი ანაზღაურება : დღეში 7 საათი - 45 ლარი , (თვეში 1000 ლარი)
ყოველკვარტლური საბონუსე სისტემა

ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
  • დასაქმების შემდეგ, შესაძლებლობა გაქვს, რომ გაიარო სრულად დაფინანსებული ტრენინგ-კურსი და მიიღო MEAMA ფრენშაიზის სერტიფიკატი

არ გჭირდება კონკრეტული გამოცდილება — მხოლოდ სურვილი და ინტერესი!

პრე-დასაქმებითი ტრენინგების პროცესში ჩვენ სრულად შეგასწავლით ყავის კულტურას, სერვისს, ტექნიკას და კომუნიკაციას — ყველაფერს, რაც წარმატებული ბარისტისთვისაა საჭირო.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. მისამართზე: career@meamacollect.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება .

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან .გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "მეამა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.გისურვებთ წარმატებას!