ბუღალტერი
თარიღები: 04 ივლ - 11 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ბუღალტერია/ფინანსები:  ბუღალტერი (ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@teraleasing.ge
თანამდებობის აღწერა: ბუღალტერი
ადგილმდებარეობა: სანდრო ეულის ქ. 7 
კომპანია: სს ტერა ლიზინგი (სს ტერაბანკის შვილობილი კომპანია)
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული და საბონუსე

სს “ტერა ლიზინგი”, “ტერაბანკის” შვილობილი, სწრაფად მზარდი სალიზინგო კომპანია, აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე:

ძირითადი პასუხისმგებლობები
  • ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება, აღრიცხვა და კონტროლი;
  • სახელფასო უწყისების წარმოება;
  • საბანკო ნაშთების აღრიცხვა, კონტროლი და რეპორტინგი;
  • გადარიცხვების შევსება / წარმოება;
  • RS.GE-ზე მუშაობა - მიღებული დოკუმენტაციების, მათ შორის ზედნადებების და ფაქტურების დამუშავება;
  • კონტრაგენტებთან შედარება და შედარების აქტების შედგენა;
  • თვის დახურვის პროცედურებში მონაწილეობის მიღება;
  • ლიზინგის პროგრამაში მუშაობა;

განათლება და გამოცდილება
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის მართვის/ეკონომიკის/ფინანსების მიმართულებით;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის და საბუღალტრო სტანდარტების ცოდნა;
  • სასურველია საბუღალტრო პროგრამა ორისი / ორის 7-ში მუშაობის გამოცდილება;
  • ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება;

უნარები და კომპეტენციები
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დროის მართვის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პროაქტიულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

როგორ მოგვმართოთ
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმეები შემდეგ მისამართზე: info@teraleasing.ge
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ: "ბუღალტერი– [თქვენი სახელი გვარი]"
განაცხადის მიღების ვადა: 11 ივლისი, 2025 წელი