ბუღალტერ-ოპერატორი
თარიღები: 03 ივლ - 01 აგვ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები:  ბუღალტერ-ოპერატორი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@omnia.ge
სამშენებლო კომპანია ომნია ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
დაქვემდებარება: ფინანსური დეპარტამენტი


ძირითადი მოვალეობები:
  • ბუღალტრული/პირველადი დოკუმენტაციის პროგრამულად დამუშავება/შესაბამისი გატარებების მიცემა;
  • ოპერაციების პროგრამული აღრიცხვა, მათ შორის: ხარჯების, მარაგების, და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების, ადგილობრივი და საერთაშორისო შესყიდვების, საბანკო და სამეურნეო ოპერაციების და ა. შ. შესაბამისად, აღნიშნული ოპერაციების დამადასტურებელი დოკუმენტაციის დამუშავება (მათ შორის ჩამოწერის აქტები), მათი დროული და სწორედ გაფორმების კონტროლი;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი/შედარება პარტნიორებთან;
  • ინვოისების მომზადება/პარტნიორებთან გადაგზავნა;
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის დროული და სწორედ შედგენის უნარი;
  • ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების მიღება - გამოწერა;
  • საბანკო და სალარო ოპერაციების წარმოება და შესაბამისი ბუღალტრული გატარებების მიცემა;
  • სხვა დავალებების შესრულება მისი უშუალო ხელმძღვანელის მითითებით;
  • კონფიდენციალურობის დაცვა.

ძირითადიმოთხოვნები:
  • კომპიუტერული პროგრამები: MS Office, MS Excel სამუშაო დონეზე ცოდნა;
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის და ეკონომიკის მიმართულებით.

პიროვნული მახასიათებლები:

  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი

სამუშაო გრაფიკი: 
სრული: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 -19:00
ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით.

აპლიკაციის მიღება:
ამ პოზიციით დაინტერესებულ აპლიკანტებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება მოთხოვნებს, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ CV ინგლისურ ან ქართულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე: info@omnia.ge გთხოვთ, თქვენი ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.