აღმზრდელ-პედაგოგი
თარიღები: 03 ივლ - 01 აგვ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
მეცნიერება/განათლება:  სპეც. განათლება
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info.integacademy@gmail.com
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 511 559 354
შპს „ბავშვთა და მოზარდთა ინტეგრაციის აკადემია“ აცხადებს  ვაკანსიას  აღმზრდელ-პედაგოგის პოზიციაზე ინკლუზიური განათლების მიმართულებით

სამუშაო პირობები:
სამუშაო განაკვეთი: არასტანდარტული, ცვლების მიხედვით
სამუშაო საათები/აკადემიის: 09:00-19:00 საათი
სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ისნის მეტროსთან (ვლადიმერ ლობჟანიძის 3).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • აკადემიაში არსებულ სასწავლო პროგრამაზე დაყრდნობით შეიმუშაოს გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო გეგმა;
  • განახორციელოს სასწავლო მასალებისა და მეთოდების ანალიზი/ადაპტირება, ჯგუფში არსებული ბავშვების საჭიროებების და ინტერესების შესაბამისად;
  • დააკვირდეს თითოეულ ბავშვს და იზრუნოს მათი სოციალური უნარჩვევების და ადაპტაციის ხელშეწყობაზე;
  • დაეხმაროს თითოეულ ბავშვს მათი შემოქმედებითი და პრაქტიკული უნარების განვითარებაში;
  • უზრუნველყოს გარემოში წესრიგის და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
  • დაიცვას აკადემიის შინაგანაწესი;
  • დაამყაროს პოზიტიური და ეფექტური კომუნიკაცია აკადემიის ბენეფიციარებთან, მათ მშობლებთან, ოჯახის წევრებთნ და თანამშრომლებთან.

ძირითადი/საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება - (ბაკალავრი) პედაგოგიკის ან ფსიქოლოგიის მიმართულებით;
  • აღმზრდელ-პედაგოგად მუშაობის გამოცდილება ინკლუზიის სფეროში;
  • ბავშვთა უფლებების კოდექსის ცოდნა;
  • უცხო ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული (არასავალდებულო).

პიროვნული უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • ორგანიზებულობა; 
  • პუნქტუალურობა; 
  • გაუთვალისწინებელი შეთხვევების ეფექტიანი მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე info.integacademy@gmail.com სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსია ან დაგვიკავშირდით: +995 511 559 354

გაცნობებთ, რომ მონაცემების დამუშავებას ახორციელებს შპს „ბავშვთა და მოზარდთა ინტეგრაციის აკადემია“, რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაცვით. მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა და დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!