ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი
თარიღები: 03 ივლ - 11 ივლ
მდებარეობა: ქუთაისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
მართვის მოწმობა: B
მარკეტინგი, რეკლამა, PR:  ინტერნეტ მარკეტინგი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@psp.ge
კომპანია „პსპ ფარმა“  აცხადებს ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტის ვაკანსიას დასავლეთ საქართველოს მიმართულებით. 
სამუშაო ადგილი: ქუთაისი, ავტომშენებლის ქუჩა 88. 

ფუნქცია-მოვალეობები 
  • ქსელის ტექნიკური მხარდაჭერა, შემოსულ ზარებზე პასუხი და სწრაფი რეაგირება; 
  • აფთიაქების გახსნისა და დაკეტვის სამუშაოებში მონაწილეობის მიღება; 
  • აფთიაქებში მიმდინარე ტექნიკური პრობლემის აღმოფხვრა, დისტანციურად ან საჭიროების შემხთვევაში ადგილზე მისვლით; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები 
  • განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) მიმართულებით; 
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება; 
  • სამეთვალყურეო კამერების ინსტალაცია და მართვა; 
  • საკუთარი ავტომობილი და მართვის მოწმობა (B კატეგორია). 
  
უნარები და პიროვნული თვისებები 
  • ანალიტიკური აზროვნება; 
  • პრობლემის ეფექტურად გადაჭრის უნარი; 
  • გუნდში მუშაობის უნარი; 
  • ორგანიზებულობა, აკურატულობა; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • პუნქტუალურობა; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა. 
 
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი   შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის  11 ივლისი.