მონიტორინგის ოფიცერი
2xP PRIORITY Cenomi Retail
თარიღები: 04 ივლ - 02 აგვ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: ნახევარი განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
უშიშროება/დაცვა:  ვიდეოთვალის სისტემები/მონიტორინგი
"Cenomi Retail" მოდის რითეილის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მრავალფეროვანი პორტფელის მქონე კომპანიაა. ჯგუფი 90-მდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს და კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ბალკანეთის ქვეყნებსა და ამერიკაში 2000-ზე მეტ მაღაზიას ფლობს.
"Cenomi Retail" 20-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Zara, Mango, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას სითი მოლში საბურთალოზე, თბილისი მოლში, ისთ ფოინთსა, მერანი მოლში და უკვე ბათუმი გრანდ მოლში პირველად აჭარის რეგიონშიც არის წარმოდგენილი ,,Cenomi Retail Georgia’’-ს არაერთი მაღაზია.

კომპანია ,,Cenomi Retail Georgia’’ აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის ოფიცერის პოზიციაზე ბათუმში:Grand Mall Batumi -შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა 29
სამუშაო გრაფიკი: არასტანდარტული სრული განაკვეთი, ცვლებში (კვირაში 40 საათი, 2 დასვენების დღე).

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მაღაზიის თანამშრომლებისათვის ძირითადი საკონტაქტო პირი დანაკარგების, ზარალისა და უსაფრთხოების საკითხების კუთხით;
  • საეჭვო ქცევის ან პოტენციური საფრთხეების აღმოსაჩენად საქმიანობის მონიტორინგი;
  • კამერების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • უჩვეულო ან არაავტორიზებული აქტივობების, ქურდობის ან უსაფრთხოების საფრთხეების იდენტიფიცირება;
  • საგამოძიებო მიზნებისთვის ვიდეოთვალთვალის ჩანაწერების შენახვა და მოძიება;
  • კომპანიის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მუშაობა;
  • გამოძიებაში დახმარების გაწევა, მათ შორის გარე უწყებებთან კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში სასამართლო პროცესებზე დასწრება;
  • ქურდობის, თაღლითობის ან უსაფრთხოების ინციდენტების საქმეების მხარდასაჭერად დეტალური ანგარიშებისა და ვიდეო მტკიცებულებების წარდგენა;
  • ქურდობის შემთხვევების იდენტიფიცირება და შესაბამისი მოქმედება;
  • ქურდობისა და თაღლითობის პრევენციისა და გამოვლენის ინიციატივების შემუშავება;
  • მაღაზიების CCTV სისტემის, Sensomatic სისტემის და ყველა დაკავშირებული მოწყობილობის გამართულად მუშაობის კონტროლი, ტექნიკური მომსახურებისთვის ტექნიკურ გუნდებთან კოორდინაცია;
  • ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რაც დაკავშირებულია დანაკარგების პრევენციის მიზნებთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • დანაკარგების პრევენციის ან/და მონიტორინგის მიმართულებით მუშობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
  • კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;
  • პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • საქმის დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი;
  • მოქნილობა და ოპერატიულობა;

ჩვენ გთავაზობთ:
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • კორპორატიულ დაზღვევას;
  • სატელეფონო ლიმიტს;

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:  https://www.app.helio-ai.com/apply/ptdiq4przve36bb0?src=Hr.ge