ტურინვესტ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე ბელვიუ რეზიდენს ბათუმსა და სასტუმრო ბულვარ ბათუმშიჩვენ ვქმნით გარემოს რომელიც თავად ზრუნავს ადამიანებზე!ამ პოზიციაში თქვენი ძირითადი როლი იქნება სარემონტო სამუშაოების ჩატარება დადგენილი განრიგის შესაბამისად, მოწყობილობების რეგულარული პროფილაქტიკური შემოწმება და სამეურნეო საქმიანობა.ტექნიკოსის ფუნქცია-მოვალეობები:ინჟინერიული სისტემების მონიტორინგი და ტექნიკური მომსახურება:- ელექტრო სისტემების შემოწმება და მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულება;
- წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
- გათბობა-გაგრილების სისტემების მდგომარეობის რეგულარული კონტროლი.
- ავზების, ტუმბოების, სატუმბი სადგურებისა და ტექნიკური მოწყობილობების მონიტორინგი და მომსახურება.
სარემონტო სამუშაოების ჩატარება:- წვრილი სამშენებლო, ხის და ლითონის სამუშაოები;
- ავეჯის შეკეთება ან მონტაჟი.
- ავარიული სიტუაციების მართვა და რეაგირება.
- მოწყობილობების რეგულარული პროფილაქტიკური შემოწმება და დაზიანებების პრევენცია.
სამეურნეო საქმიანობა:- ეზოს მოვლა-პატრონობა (ბალახის გაკრეჭვა, მცენარეების მორწყვა და გარემოს სისუფთავის უზრუნველყოფა);
- ქვაფენილის რეცხვა და გარეგნული სისუფთავის შენარჩუნება.
- საწყობში მასალების და ხელსაწყოების აღრიცხვა და წესრიგის დაცვა.
- თანამშრომლობა ადმინისტრაციასთან და სხვა შესაბამის დეპარტამენტებთან ტექნიკური საკითხების ეფექტურად მოგვარების მიზნით.
- უსაფრთხოების წესების დაცვა სამუშაო პროცესის განმავლობაში.
ძირითადი მოთხოვნები:- ორგანიზებული;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო პირობები:სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ყაფირ შერვაშიძის აღმართი №78სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთიანაზღაურება: შეთანხმებითჩვენ გთავაზობთ:- კომფორტულ სამუშო გრაფიკს;
- კვებით უზრუნველყოფას;
- ტრანსპორტირებას საბაგირო გზით
კომპანიის შესახებტურინვესტ ჯგუფი საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს:- მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას
- სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას
- ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას
- საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას
დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც ტურინვესტ ჯგუფს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_nmfoz/დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.კომპანია ტურინვესტ ჯგუფი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!