ავტოპარკის კოორდინატორი
თარიღები: 04 ივლ - 31 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1500
უშიშროება/დაცვა:  დაცვა (ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@mihouse.ge
მიჰაუსი - ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტია. ჩვენთან შეხვდებით 60,000 -მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.  მიჰაუსი მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ გარემოს და ორიგინალურ კონცეფციას, ფართო სპექტრის ასორტიმენტს, ცნობად და მსოფლიოს წამყვან ბრენდებს შოურუმში, პროდუქციის მისაღებ ფასს. 
სამშენებლო და სარემონტო  მასალების ჰიპერმარკეტი „მიჰაუსი“ აცხადებს ვაკანსიას ავტოპარკის კოორდინატორის პოზიციაზე 
 
გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 – 18:00 
ანაზღაურება: 1500 ლარი 
ადგილმდებარეობა: ჰუალინგ პლაზა - ვაზისუბანი 

მოვალეობები: 
  • კომპანიის ავტოპარკის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა და კონტროლი; 
  • კონტრაქტორ ტექმომსახურების ცენტრებთან კომუნიკაცია და შეკეთებული ავტომობილების მიღება/ჩაბარება; 
  • შესრულებულ სარემონტო სამუშაოებზე საგარანტიო პირობების კონტროლი; 
  • ტექმომსახურების ხარჯების ანალიზი და კონტროლი. 
  • მარშრუტის კვლევები, ინსპექტირება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება. 
  • ავტომობილების გადაადგილების, დატვირთვის, გადმოტვირთვის ვადების კონტროლი. 
  • ავტოპარკის საწვავის და რემონტის ბიუჯეტის დაგეგმვა; 
 
მოთხოვნები: 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 
  • დეტალებზე ორიენტირებული 
  • პასუხისმგებლიანი 
  • საოფისე პროგრამები (word, excel, outlook) 
  • გადაწყვეტილებების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი 
  • ორგანიზებული 

თუ  აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:  
  • საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობით მდიდარ სამუშაო გარემოს; 
  • მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს; 
  • პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; 
  • შესაბამის ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით. 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის სრული დაფინანსებით; 
  • Fit-pass-ს. 
 
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (პორტფოლიო სასურველია)  2025 წლის 31 ივლისის ჩათვლით აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე:   
hr@mihouse.ge და  სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანიის დასახელება, წინაამღდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.  კომპანია იტოვებს უფლებას, შეინახოს თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და რეზიუმე გამოიყენოს დასაქმების მიზნით არაუმეტეს 2 წლისა.  
 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის პირველი ეტაპის გავლის შემთხვევაში. 
გისურვებთ წარმატებებს!