„სუპერი“ საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების იმპორტიორი, საბითუმოდ და საცალოდ მოვაჭრე ყველაზე მსხვილი კომპანია და არაერთი მსოფლიო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი და ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. „სუპერი“ ბაზარზე ფიზიკური მომსახურების 14 სივრცითა და ელექტრონული მაღაზიითა წარმოდგენილი.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე:
https://superstore.ge/ მიმდინარედ
„სუპერის“ სამუშაო გუნდი 400-მდე თანამშრომელს ითვლის, ახალ წევრს
რეგიონალური მენეჯერის თანამდებობაზე ვეძებთ.
მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს რეგიონალური მენეჯერი:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- აუცილებელია, იდენტურ ან მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება საცალო ვაჭრობის სფეროში;
- აუცილებელია, მართვის მოწმობა (B კატეგორია) და საკუთარი ავტომობილი;
- აუცილებელია, Microsoft Office-ის სამუშაო დონეზე ცოდნა;
- აუცილებელია, ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
პიროვნული უნარები:
- სხარტი, ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- გუნდურობა და დამოუკიდებლად ეფექტურად მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- ორგანიზებულობა;
- დროის, სამუშაო პროცესების დაგეგმვისა და მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ჩვენთან შერჩევის ეტაპები ამგვარია:
- რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ რეზიუმეს საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს);
- ორეტაპიანი გასაუბრება კომპანიის წარმომადგენლებთან;
თუ გსურს, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და ამასთან, აკმაყოფილებთ მის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს,
26 ივლისის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (მხოლოდ ქართულ ენაზე, სხვა შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება) მისამართზე:
HR@superstore.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება - რეგიონალური მენეჯერი
შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართელოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „სუპერის“ მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცმები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 3 (სამი) თვის ვადით, იმავე ან მსგავს თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით.
„სუპერი“ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას !