სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას “სოციალური მედია მენეჯერის“ პოზიციაზე ქ. თბილისში. კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ. ძირითადი მოვალეობები: - ციფრული მედია-არხების (Facebook, Instagram)განვითარების სტრატეგიის შემუშავება, მართვა და მონიტორინგი;
- TikTok - არხის მონიტორინგი
- სოციალურ მედიაში სარეკლამო აქტივობების დაგეგმვა / განხორციელება;
- სოციალური გვერდებისთვის და კამპანიებისთვის ვიზუალური მასალის ინფორმაციის მომზადება,დიზაინერთან მუშაობა და განთავსება;
- Live ჩართვების ორგანიზება / გაშვება;
- ანალიზი და რეპორტინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის მიმართულებით);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- ძირითადი ინსტრუმენტების ცოდნა; ფეისბუქის, ინსტაგრამის პრომოციული საშუალებების გამოყენენება;
- ქართულად წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი (მაღალ დონეზე);
- ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა (მინიმუმ B2-დონე).
პიროვნული თვისებები: - სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
- შემოქმედებითობა, იმპროვიზაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- პუნქტუალური.
დამატებითი ინფორმაცია: ანაზღაურება - შეთანხმებით; სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი; განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2025 წლის 4 აგვისტო. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე hr@nova.ge და პოზიციის დასახელებაში მიუთითეთ „სოციალური მედია მენეჯერი“. დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.