ვეტერინარული კომპანია „ინვეტ ფიდი“ აცხადებს ვაკანსიას მექანიკოსის პოზიციაზე.კომპანია „ინვეტ ფიდი“, როგორც შპს „ინვეტი“–ს შვილობილი კომპანია, ქართულ ბაზარს ევლინება 2015 წლიდან და აწარმოებს ცხოველებისა და ფრინველების კომბინირებულ საკვებს.კომპანია ორიენტირებულია ქართული წარმოების განვითარებაზე, შესაბამისად მისი უპირატესობაა წარმოებაში ადგილობრივი ნედლეულის გამოყენება და მაღალხარისხიანი ქართული პროდუქციის დამზადება.სამუშაო გრაფიკი: მორგებული გრაფიკიანაზღაურება: კვალიფიკაციიდან და სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარესამუშაო ადგილი: ქ. მცხეთატრანსპორტირება: ქ. მცხეთა (თბილისში მაცხოვრებელისთვის კომპანია უზრუნველყოფს საკუთარი ავტომობილით ტრანსპორტირებას/სამსახურში მიყვანას და უკან წამოყვანას)კვება: კვება კომპანიის ხარჯზებენეფიტი: დაზღვევაძირითადი მოვალეობები:- საწარმოო დანადგარებისა და მექანიზმების ტექნიკური ინსპექტირება;
- მანქანა-დანადგარებზე დაზიანებული ნაწილების შეცვლა; (დაშლა, შეკეთება, აწყობა)
- რეგულარული პროფილაქტიკური მომსახურება;
- მანქანა-დანადგარების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
- შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
პიროვნული თვისებები:- შრომისმოყვარეობა;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალების მიმართ ყურადღებიანობა.
- მართვის მოწმობა B კატეგორია - სასურველია.
„ინვეტ ფიდი“ გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის საშუალებას, კრეატიული იდეების გაზიარების შესაძლებლობას. კომპანია მუდმივად ზრუნავს კადრების განვითარებაზე.დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@invet.com.ge არაუგვიანეს 2025 წლის 07 აგვისტომდე და ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კომპანიის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.გისურვებთ წარმატებებს!