ანაზღაურებადი სტაჟირება - ფინანსური ანგარიშგების მენეჯერი
თარიღები: 07 ივლ - 21 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სტაჟირება
განათლება: ბაკალავრი
საბანკო:  სტაჟიორი (საბანკო)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@basisbank.ge
სს „ბაზისბანკი“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ფინანსური ანგარიშგების მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:
  • საზედამხედველო და მაკონტროლებელი ორგანოებისათვის კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ანგარიშგების ფორმების მიწოდება დადგენილ ვადებში;
  • ბანკის ფინანსური მონაცემების ფინანსურ სტანდარტებსა და რეგულაციებში შეტანილი ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა;
  • ბანკის შიდა სტრუქტურული ერთეულებისთვის არარეგულარული ფინანსური მონაცემების მიწოდება;
  • საქართველოს ეროვნულ ბანკთან და სხვა მარეგულირებელ ორგანოებთან ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
  • სასურველია საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) საბაზისო ცოდნა.

პიროვნული უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიზიტიკური აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2025 წლის 21 ივლისის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge , სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!