ორბი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას უფროსი დიასახლისის პოზიციაზემდებარეობა: ბაკურიანი სამუშაო გრაფიკი : სრული ანაზღაურება : 2500 ძირითადი მოვალეობები - მართავს დალაგება-დასუფთავების გუნდს, ზედამხედველობს ოთახებისა და საერთო სარგებლობის სივრცეების სისუფთავის სტანდარტების დაცვას, ატარებს ტრენინგებს და აფასებს თანამშრომელთა მუშაობას.
- ადგენს და განაახლებს SOP-ებს (სტანდარტულ სამუშაო პროცედურებს) ოპერაციული საჭიროებების მიხედვით.
- ადგენს დიასახლისების სამუშაო გრაფიკს, ანაწილებს მოვალეობებს, აკონტროლებს ცვლების გადაბარების პროცესს და მართავს საშტატო ცვლილებებს.
- საოპერაციო სუპერვაიზერთან თანამშრომლობით მართავს ინვენტარს (ქიმიკატები, თეთრეული, მარაგები), აკონტროლებს რესურსების დროულ განკარგვასა და მიზნობრივ გამოყენებას.
- თანამშრომლობს რეცხვის მომსახურების მომწოდებელთან - აკონტროლებს თეთრეულის რაოდენობას, მიწოდების დროულობას, სისუფთავის ხარისხსა და ფასების შესაბამისობას.
- აკონტროლებს დაკარგული ნივთების აღრიცხვასა და დამუშავების პროცესს, მართავს მარაგებსა და ინვენტარს
- თანამშრომლობს ტექნიკურ დეპარტამენტთან, რათა უზრუნველყოფილ იქნას ოთახებისა და საერთო სივრცეების სათანადო ტექნიკური მოვლა.
- გეგმავს და ზედამხედველობს გენერალური დასუფთავების პროცესს.
- უზრუნველყოფს სტუმრების განსაკუთრებულ საჭიროებებზე სწრაფ და სათანადო რეაგირებას.
- უზრუნველყოფს უსაფრთხოების პროცედურების დაცვას სამუშაო პროცესში.
- თანამშრომლობს სხვა დეპარტამენტებთან საჭიროებისამებრ და ხელს უწყობს გუნდურ, პოზიტიურ სამუშაო გარემოს.
კვალიფიკაცია: - მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება დალაგება-დასუფთავების სფეროში, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
- გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
- საოფისე პროგრამებთან მუშაობის ცოდნა/გამოცდილება.
- სასურველია დალაგება-დასუფთავების მართვის სისტემების ცოდნა.
- ჰიგიენის სტანდარტებისა და უსაფრთხოების პროტოკოლის ცოდნა.
თვისებები: - კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- საქმისა და დროის სწორი მართვა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- ორგანიზაციის მიზნებზე და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ინგლისურ ენაზე ელფოსტის მისამართზე: hr@orbihotels.comდა subject ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება. შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე. გისურვებთ წარმატებას!