მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი
თარიღები: 07 ივლ - 21 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 900 - 1100
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
ადმინისტრაცია:  ქოლ ცენტრის ოპერატორი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@schoolms.ge
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +9950322470333
School Management Systems არის კომპანია, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებებს სთავაზობს თანამედროვე მენეჯმენტის პლათფორმებს. ჩვენი ეკოსისტემა აერთიანებს ისეთ ინოვაციურ ციფრულ გადაწყვეტებს, როგორიცაა Schoolbook, Edupage და დოკუმენტბრუნვის პლატფორმები. თითოეული სისტემა სკოლებს ეხმარება პროცესების ეფექტურ მართვაში: აუმჯობესებს სასწავლო პროცესებს, კომუნიკაციას სკოლასა და მშობლებს შორის, ამარტივებს აკადემიურ საქმიანობასა და ადმინისტრაციის მუშაობას.

ჩვენი გუნდი ღიაა თანამშრომლობის, ინოვაციებისა და პროფესიული ზრდისთვის. ვეძებთ მოტივირებულ და პასუხისმგებლიან მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტს, რომელიც გახდება ჩვენი ერთიანი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი და დაეხმარება მომხმარებლებს სისტემების ეფექტურად გამოყენებაში.

ანაზღაურება: ფიქსირებული (ხელზე ასაღები 900 - 1100 ლარი, გამოცდილების შესაბამისად)/ ზრდის პერსპექტივით.
განაკვეთი: სრული

ფუნქციები და მოვალეობები:
  • მომხმარებლების სატელეფონო მომსახურება (არსებული და პოტენციური კლიენტების ინფორმირება პროდუქტის შესახებ);
  • კომპანიის პროდუქტების კარგად ცოდნა;
  • მომხმარებლის პრობლემის განსაზღვრა და ხარვეზის დროული აღმოფხვრა;
  • თითოეული ხარვეზის ზედამხედველობა, ხარვეზის წარმოშობიდან მის სრულ აღმოფხვრამდე;
  • ხარვეზებისა და პრობლემების აღრიცხვა და შესრულების კონტროლი;
  • ტექნიკურ გუნდთან კომუნიკაცია;
  • კომპანიის პროდუქტების შესახებ კონსულტაციის გაცემა;
  • გამავალი ზარების განხორციელება

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება
  • გამართული მეტყველება;
  • საკითხის ლაკონურად, მაგრამ გასაგები ენით ახსნის უნარი;
  • კომპიუტერული უნარების ფლობა სამომხმარებლო დონეზე;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე;
  • ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა A2 დონეზე;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

პიროვნული თვისებები:
  • თავაზიანი;
  • კომუნიკაბელური
  • კეთილგანწყობილი;
  • მომსახურებაზე ორიენტირებული;
  • აქტიური, ენერგიული;
  • დეტალებისადმი ყურადღებიანი.

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@schoolms.ge საგნის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება- „მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი“. ტელ: +9950322470333

წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, კანდიდატის პერსონალური მონაცემები მუშავდება შპს სქულ მენეჯმენტ სისტემსის მიერ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით, მიზნითა და მოცულობით. მონაცემები მუშავდება ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დასადგენად, უარის შემთხვევაში კი ინახება 1 წლის განმავლობაში - სამომავლო ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენის და პოზიციის შემოთავაზების მიზნით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ დაუსაქმებელი კანდიდატის პერსონალური მონაცემები იშლება / ნადგურდება. თუ გსურთ მონაცემებში ცვლილების შეტანა ან შემდგომი დამუშავების აკრძალვა, დაგვიკავშირდით: info@schoolms.ge