ხარჯთაღმრიცხველი
2xP PRIORITY BLACK SEA GROUP
თარიღები: 07 ივლ - 05 აგვ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 3000 - 3500
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: Info@bsg.com.ge
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 577994256
 სამშენებლო „კომპანია ბლექ სი გრუპმა“ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტები განახორციელა მთელი საქართველოს მასშტაბით. 
იგი დაარსდა 2005 წელს და მალევე გახდა ლიდერი საქართველოს ბაზარზე . 
მის მიერ არაერთი მნიშნველოვანი პროექტი განხორცილდა. 
„ კომპანია ბლექ სი გრუპ“–ი დაარსების დღიდან წარმატებით ემსახურება მის უმთავრეს მიზანს - ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ამორტიზირებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენას და კეთილმოწყობას.  
კომპანიის შესახებ  დამატებითი ინფორმაციისათვის  ეწვიეთ ჩვენს ვებ -  გვერდს    https://bsg.com.ge/ 
 
შპს   ,,კომპანია  ბლექ სი გრუპი“    აცხადებს   ვაკანსიას  ტექნიკურ განყოფილებაში  ხარჯთაღმრიცხველის  პოზიციაზე.     
სამუშაო ადგილი: თბილისი   
სამუშაო განაკვეთი: სრული   
ანაზღაურება:     3000-3500 

რას გთავაზობთ? 
  • კომფორტულ სამუშაო პირობებს, 
  • წახალისების სისტემა, 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა, 
  • პროფესიული განვითარება.                                                                                                                                     
    
ფუნქცია-მოვალეობები: 
  • პროექტების საფუძველზე  ობიექტის  სამშენებლო   ხარჯთაღრიცხვის  დოკუმენტაციის შედგენა (მოცულობის, რაოდენობის, საორიენტაციო ღირებულების განსაზღვრა , გადაფასება  და ა.შ);                                                                                                                                             
გამოსაყენებელი მასალებისა და სამუშაოების ფასის კვლევა;                                                                                                           
  • შესრულებული/შესასრულებელი სამუშაოების მოცულობის და მასალების რაოდენობის განსაზღვრა; 
  • პროექტების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შემოსული კორესპონდენციის განხილვა,     მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
  • განსახორციელებელი პროექტების ხარჯთაღრიცხვის ერთეული ფასების (რესურსული ხარჯთ აღრიცხვა) კვლევა და  ანალიზი, მათი შესაბამისობის დადგენა მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან და საბაზრო ფასებთან; 
  • სამშენებლო  სამუშაოების მიმდინარეობისას, ცვლილებებთან დაკავშირებით წარმოდგენილი ახალი სამუშაოების ერთეული ფასების კალკულაციების ანალიზი; 
  •  ობიექტზე მიმდინარე დანახარჯების ხარჯთაღრიცხვასთან შედარება; 
  • პრობლემების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დროული და ზუსტი ინფორმირება;                                                                                                                                                 
  • ხელმძღვანელ პირებთან ანგარიშგების წარმოება.                                                                                         

საკვალიფიკაციო  მოთხოვნები:                                                                                                                                        
  • უმაღლესი განათლება სამშენებლო-საინჟინრო სფერო,                                                                                             
  • მინიმუმ  3   წლიანი   გამოცდილება   ხარჯთაღრიცხვის  შედგენის  მიმართულებით;                                                   
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.                                                                                                                               
  • უცხოენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად. (ინგლისური ენა)                                                                   
  
უნარ-ჩვევები:                                                                                                                                                                   
  • დროის მართვის უნარი; 
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;                                                                                            
  • წინასწარ განსაზღვრულ ვადებში მუშაობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი.           

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ  , გამოაგზავნოთ  თქვენი რეზიუმე   ელექტრონულ ფოსტაზე :  Info@bsg.com.ge    ან დაგვიკავშირდით  ნომერზე  +995 577994256