დეველოპერებთან ურთიერთობის მენეჯერი
თარიღები: 07 ივლ - 21 ივლ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
საბანკო:  საბანკო(ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@basisbank.ge
ს.ს „ბაზისბანკი“ აცხადებს ვაკანსიას დეველოპერებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:
  • სამუშაო დღის განმავლობაში საქმიანი შეხვედრების და პრეზენტაციების გამართვა;
  • სატელეფონო შეთავაზების გაკეთება პოტენციურ კლიენტებთან (იურიდიულ პირებთან);
  • ხელშეკრულებების მომზადება;
  • მოზიდული კლიენტების მუდმივი მონიტორინგი და კომუნიკაცია;
  • ბანკის მომსახურებით უკმაყოფილო კლიენტებისაგან მიღებული ინფორმაციის მიწოდება უშუალო უფროსისათვის;
  • კლიენტებთან მუშაობის შედეგად მიღებული ინფორმაციის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
  • განყოფილების უფროსის დავალების შესაბამისად პოტენციური კლიენტების მოზიდვასთან დაკავშირებული მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელების პროცესში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • კორპორატიულ გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • უმაღლესი განათლება (სასურველია - ტექნიკური, საბანკო ან საფინანსო განხრით);
  • Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

პიროვნული უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2025 წლის 21 ივლისის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!