საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" 2008 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე თბილისსა და რეგიონებში. ამჟამად "გოა კრედიტი" წარმოდგენილია ოქროსა და ვერცხლის სალომბარდე სესხით.საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.სამუშაო ადგილი: ბათუმისაწყისი ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი3 დღეში ერთხელ, 24-საათიანი სამუშაო გრაფიკი.ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:- ძვირფასი ლითონების მიღება, შეფასება;
- სალომბარდე სესხის გაცემა;
- მომხმარებელთან ეფექტური და სწრაფი მომსახურება;
- კომპანიის პროდუქტების გაყიდვებში აქტიური ჩართულობა;
- ვადაგადაცილებული სესხების კონტროლი;
- პორტფელის მართვა;
- ფაილინგის მოწესრიგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობა;
- პუნქტუალურობა;
- მუდმივი მზაობა დახმარებისთვის;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
კანდიდატმა უნდა გაიაროს სტაჟირება დაახლოებით ორი კვირა. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეულნი გასაუბრებაზე.დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე g.khachaturov@goacredit.ge სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება- "უნივერსალური მოლარე-ოპერატორი", სასურველი ლოკაციის მითითებით.ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 555-441-773