შრომის დაცვის სპეციალისტი
1xP PRIORITY თელმიკო
თარიღები: 08 ივლ - 06 აგვ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: რუსული
ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება:  შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@telmico.ge
შპს "თელმიკო" აცხადებს ვაკანსიას შრომის დაცვის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო მოთხოვნები
  • სამუშაო ადგილებზე შრომის და სახანძრო უსაფრთხოების ყოველდღიური კონტროლი;
  • ზოგადი და სპეციფიკური რისკების შეფასება;
  • შპს თელმიკოს ობიექტზე პერიოდული ინსპექტირება/მონიტორინგი, შეუსაბამობის შემთხვეაში სათანადო რეაგირება;
  • შესავალი, პირველადი, განმეორებითი და რიგგარეშე ინსტრუქტაჟების ჩატარება;
  • მძღოლების სამედიცინო შემოწმება სამუშაოს დაწყებამდე(ალკოჰოლზე და ვიზუალურად ნარკოტიკებზე);
  • საჭიროების შემთხვევაში პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა თანამშრომლთათვის;
  • უბედური შემთხვევების მოკვლევა, აღრიცხვა და ანგარიშგება;
  • საკანონმდებლო ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი;
  • ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების დროული შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტირებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
  • ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის და რეგლამენტების ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;

პიროვნული თვისებები
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირება;
  • ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი

ენების ცოდნა
  • ქართული ენა - თავისუფლად;
  • რუსული ენა – საშუალოდ ფლობის დონე (კომუნიკაციის უნარი, მიმიმუმ B2);

მსურველებმა, პირადი ინფორმაცია (CV/ რეზიუმე) უნდა გამოგზავნოთ ელ.ფოტის მისამართზე: vacancy@telmico.ge . გთხოვთ, სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „შრომის დაცვის სპეციალისტი“.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 07.08.2025 წ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით აცხადებთ თანხმობას, შპს „თელმიკომ” დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები ვაკანტურ თანამდებობაზე არსებულ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის დადგენის და გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
დასაქმების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება გაგრძელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკადრო საქმისწარმოების ფარგლებში.
ვაკანსიასთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, კომპანია წაშლის თქვენს პერსონალურ მონაცემებს და შეწყვეტს მათ შემდგომ დამუშავებას.
დამატებით გაცნობებთ, რომ მონაცემთა სუბიექტის სტატუსით გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს გაიწვიოთ გაცემული თანხმობა, მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, გასწორება და/ან განადგურება.
ამისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე: hr@telmico.ge.