„CleanArt Company“ აცხადებს ვაკანსიას „
უთოს ოპერატორის“ პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელზე ასაღები / Net)
სამუშაო გრაფიკი: ყოველდღიურად: 10:00 – 19:00 - კვირაში 1 დასვენების დღე
ძირითადი მოვალეობები:
- დამუშავებული ტანსაცმლის დაუთოება შესაბამისი სტანდარტების დაცვით;
- ტანსაცმლის ვიზუალური დათვალიერება და ხარვეზების გამოვლენა უთოებამდე;
- რეკომენდაციების გათვალისწინებით სხვადასხვა ტიპის მასალისადმი განსხვავებული მიდგომის გამოყენება;
- დაუთოებული ტანსაცმლის მოწესრიგება და გადაცემისთვის მომზადება;
- სამუშაო სივრცის სისუფთავის და წესრიგის უზრუნველყოფა;
- საჭიროების შემთხვევაში – სხვა ადმინისტრაციული ან ტექნიკური ამოცანების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კომუნიკაბელურობა და კლიენტზე ორიენტირებულობა;
- სისუფთავის და წესრიგის მიმართ მაღალი პასუხისმგებლობა;
- ორგანიზებულობა, სიზუსტე;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
- MS Office პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook);
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე:
vacancyhr30@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ: „უთოს ოპერატორი“.