სასაწყობე აღრიცხვის სპეციალისტი
თარიღები: 15 ივლ - 06 აგვ
მდებარეობა: ფოთი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: რუსული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  საწყობი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@ptt.ge
კომპანია „ფოთი ტრანსტერმინალი“ მართავს მულტიმოდალურ საკონტეინერო ტერმინალს ქალაქ ფოთში, რომლის ძირითადი საქმიანობაც საკონტეინერო ტვირთების მიღება, დამუშავება, შენახვა და სხვა შესაბამისი პროცედურების წარმოებაა. სტრატეგიული მდებარეობა, უახლესი ტექნოლოგიური აღჭურვილობა და მაღალკვალიფიციური გუნდი საშუალებას გვაძლევს,  დიდი წვლილი შევიტანოთ ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტების გაძლიერებასა და მულტიმოდალური გადაზიდვებისა და ოპერაციების ეფექტურობის ამაღლებაში. 

ვაკანსიის აღწერა: 
პოზიცია: სასაწყობე აღრიცხვის სპეციალისტი
ადგილმდებარეობა: ფოთი, ხობის ქ. N7
სამუშაო საათები: სტანდარტული, სრული განაკვეთი (I-V 9:00-18:00)
შრომითი ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1500 – 1700 ლარი (კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით)
„ფოთი ტრნსტერმინალი“ თანამშრომლებს სთავაზობს საინტერესო და სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მუდმივი განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას. 

ძირითადი მოთხოვნები, რომლებსაც იდეალური კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს:
  • უმაღლესი ან საშუალო-პროფესიული განათლება (სასურველია ეკონომიკის ან საბუღალტრო აღრიცხვის მიმართულებით;
  • აღრიცხვისა და მატერიალური ფასეულობების მართვის სფეროში მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • რუსული ენის სულ მცირე საშუალო დონეზე ფლობა;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ელექტრონულ სააღრიცხვო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (მაგ: 1C, SAP და სხვ.);
  • დოკუმენტაციის წარმოებისა და შენახვის პრინციპების ცოდნა;
  • სასაწყობე აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
  • სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის წესების ცოდნა;
  • სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოების წესების ცოდნა.

მოვალეობები, რომლებსაც ამ პოზიციაზე დასაქმებული თანამშრომელი შესარულებს:
საქონლისა და მასალების მიღება-გაცემის აღრიცხვა:
  • საწყობში შემოსული საქონლისა და მასალების რაოდენობისა და ხარისხის შემოწმება მიღების დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში.
  • მიღებული საქონლისა და მასალების სააღრიცხვო პროგრამაში შეყვანა.
  • საწყობიდან გასული საქონლისა და მასალების გაცემის დოკუმენტაციის საფუძველზე აღრიცხვა.
  • სააღრიცხვო დოკუმენტაციის (ზედნადებები, მიღება-ჩაბარების აქტები და სხვ.) წარმოება და შენახვა.

საწყობის ნაშთების კონტროლი და აღრიცხვა:
  • საწყობში არსებული საქონლისა და მასალების ნაშთების რეგულარული აღრიცხვა (ინვენტარიზაცია).
  • ფაქტობრივი ნაშთების სააღრიცხვო მონაცემებთან შედარება და ცდომილებების დადგენა.
  • დადგენილი ცდომილებების მიზეზების ანალიზი და შესაბამისი ზომების მიღება.
  • საწყობის ნაშთების შესახებ რეგულარული ანგარიშების მომზადება.

საქონლის მოძრაობის კონტროლი:
  • საწყობში საქონლის განთავსების ოპტიმიზაციის ღონისძიებებში მონაწილეობა;
  • საქონლის შენახვის პირობების კონტროლი;
  • საქონლის ვარგისიანობის ვადების კონტროლი;
  • საქონლის შიდა გადაადგილების აღრიცხვა.

სააღრიცხვო პროგრამებთან მუშაობა:
  • სააღრიცხვო პროგრამების ეფექტურად მართვა მონაცემების შეყვანის, დამუშავებისა და ანალიზისთვის;
  • სააღრიცხვო მონაცემების სიზუსტისა და მთლიანობის უზრუნველყოფა.

ანგარიშგება:
  • უშუალო ხელმძღვანელისთვის რეგულარული ანგარიშების წარდგენა საწყობის ნაშთების, საქონლის მოძრაობისა და აღრიცხვის პროცესში არსებული პრობლემების შესახებ;
  • საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ანგარიშების მომზადება და წარდგენა.

შერჩევის ეტაპები მოიცავს:
  • CV-ების საფუძველზე კანდიდატების მოკლე სიის შედგენას;
  • გაცნობითი ხასიათის შეხვედრას (შესაძლოა ONLINE ან ადგილზე);
  • გასაუბრება მმართველ ორგანოსთან, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს პრაქტიკულ დავალებასაც (ამის შესახებ წინასწარ გეცნობებათ).

როგორ მოგვმართოთ:
  • თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით, ასევე თუ თვლით, რომ ხართ:
  • მოტივირებული
  • სიახლეებისა და გამოწვევებისადმი ღია
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • შრომისმოყვარე

ამასთანავე გაქვთ:
  • როგორც გუნდურად, 
  • ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი,

გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@ptt.ge

მნიშვნელოვანია, რომ განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითო ვაკანტური პოზიციის დასახელება.
განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 10 აგვისტო.

სს „ფოთი ტრანსტერმინალის“ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე რეზიუმეს/CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები.
გისურვებთ წარმატებას!