ადმინისტრატორი/ოფის მენეჯერი
თარიღები: 08 ივლ - 06 აგვ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ენები: ინგლისური
მართვის მოწმობა: B
ადმინისტრაცია:  ადმინისტრატორი ოფისის მენეჯმენტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@teamtwo.ge

საპროექტო კომპანია თიმთუ აცხადებს ვაკანსიას – ადმინისტრატორი/ოფის მენეჯერის პოზიციაზე

 

teamtwo არის არქიტექტორების, კონსტრუქტორების და ინჟინრების გუნდი, რომელიც დაარსდა 2019 წელს. teamtwo ჩართულია საპროექტო პროცესის ყველა ფაზაში - პროექტის კონცეფციიდან მის დასრულებამდე - BIM მენეჯმენტის ჩათვლით.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ სამ წლიანი სამუშაო გამოცდილება

 

პიროვნული თვისებები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
  • ეფექტური დროის მენეჯმენტი და ორგანიზებულობა
  • სიახლეების ათვისების უნარი;
  • შრომისმოყვარე, ენერგიული და დისციპლინირებული;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სატელეფონო ზარებსა და კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე მოსული წერილების ყოველდღიური მონიტორინგი, პასუხი და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
  • საოფისე საქმის წარმოება და ოფისის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ოფისის სამეურნეო, საკანცელარიო შესყიდვების განხორციელება და მარაგების მართვა;
  • კომუნიკაცია კომპანიის კონტრაქტორ კომპანიებთან
  • ინვენტართან დაკავშირებული საკითხების მოგვარება და შესყიდვების განხორციელება (საოფისე ტექნიკა, საკანცელარიო ნივთები, სხვადასხვა მომსახურება)
  • კომპანიის დოკუმენტაციის კონტროლი (დოკუმენტების შედგენა - გაფორმება, ხელშეკრულების გაფორმება, რეგისტრაცია, შენახვა და .) კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად.
  • კომპანიის ბუღალტერთან შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდება
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;

 

ანაზღაურება და სხვა ბენეფიტები:

  • სამედიცინო დაზღვევა;
  • ხელფასი კვალიფიკაციის/წარმოდგენილი პორტფოლიოს შესაბამისად

 

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი პორფოლიო და რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: info@teamtwo.ge.

სათაურის ველში (subject) გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება:  “ადმინისტრატორი“

 

გისურვებთ წარმატებებს!

ვებ-გვერდი: www.teamtwo.ge