ინნ ჯგუფის სასტუმრიების ქსელი წარმოადგენს სწრაფად მზარდ ჰოსპიტალიტის ბრენდს, რომელიც სტუმრებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის მომსახურებასა და კომფორტს. ინნ ჯგუფის ქსელში შედის შემდეგი სასტუმროები: ივერია ინნ, გორი ინნ, ქუთაისი ინნ და გუდაური ინნ. ჩვენი გუნდი ეძებს ენერგიულ, კომუნიკაბელურ და შედეგებზე ორიენტირებულ ადამიანს კორპორატიული გაყიდვების პოზიციაზე. ძირითადი პასუხისმგებლობები: - ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება და პარტნიორული ურთიერთობების დამყარება
- არსებული კლიენტების ბაზის მართვა და მათთან კომუნიკაციის შენარჩუნება
- შეთავაზებების/კომერციული წინადადებების მომზადება და წარდგენა
- გაყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა (შეთავაზებიდან ხელშეკრულებამდე)
- სასტუმროს პროდუქტებისა და სერვისების პრეზენტაცია.
- გაყიდვების გეგმების შესრულება და შესაბამისი ანგარიშგება ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება
- კორპორატიული გაყიდვების პრინციპების ცოდნა
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი
- ქართულისა და ინგლისურის ცოდნა (სხვა ენა ჩაითვლება უპირატესობად)
- კომპიუტერული უნარები (MS Office, CRM სისტემები)
ჩვენ გთავაზობთ: - განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
- კორპორატიულ დაზღვევას
გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: hrrd.hospitality@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ: „კორპორატიული გაყიდვების პოზიცია“ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი რეზიუმე შეესაბამება ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს. პერსონალური მონაცემი, რომელიც “შპს ინნ ჯგუფის”ის სასტუმროების ქსელისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში"კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) თვის ვადით. თუ გსურთ “შპს ინნ ჯგუფის”ის სასტუმროების ქსელ-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების “შპს ინნ ჯგუფის”ის სასტუმროების ქსელი-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს ინნ ჯგუფი -ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს ინნ ჯგუფი -ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.