შპს ,,AWARD’’ აცხადებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ვაკანსიას.
პოზიციის დასახელება:შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
ორგანიზაცია: შპს ,,AWARD’’
მუდმივი სამუშაო ადგილი:იყალთო (თელავის მუნიციპალიტეტი)
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (10:00 – 18:00)
ხელფასი:დარიცხული 2500 ლარი
მოვალეობები:
- ობიექტის მონიტორინგი, რეგულარული ვიზიტები სამუშაო ადგილებზე, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა და დასაქმებულ პირთა კონტროლი.
- ტრენინგების ჩატარება და რისკების შეფასების გაკეთება.
- ობიექტზე სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების წესების დაცვა.
- ინსპექტირება შრომის უსაფრთხოების კუთხით.
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია სამუშაო გამოცდილება, სამშენებლო სფეროში.
- აუცილებელი სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატის ფლობა.
- MS Office - ის სრულყოფილად ცოდნა.
- უმაღლესი განათლება.
აუცილებელი უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
- ორგანიზებულობა.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- დროის მართვის უნარი.
- ანალიტიკური აზროვნების უნარი და პრიორიტეტების განსაზღვრის შესაძლებლობა.
თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@award.ge
შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 09/08/2025.
გისურვებთ წარმატებას!