საერთაშორისო გადამზიდი კომპანია აცხადებს ვაკანსიას დეკლარანტის პოზიციას.ძირითადი მოვალეობები:- იმპორტისა და ექსპორტის გამარტივებული დეკლარაციების (ფორმა 4) მომზადება და წარდგენა.
- დეკლარაციების პროცედურების დეტალური ცოდნა და გამოყენება.
- საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება და სრულყოფილად მომზადება.
- აქტიური თანამშრომლობა საბაჟოს ორგანოებთან დეკლარაციების შემოწმებისა და დამტკიცების პროცესში.
- დამატებითი მოთხოვნების და კითხვების გადაწყვეტა საბაჟოს მხრიდან.
- დეკლარაციების შესაბამისობის უზრუნველყოფა არსებული კანონმდებლობის და რეგულაციების მიხედვით.
- საბაჟო ტარიფებისა და გადასახადების ზუსტი გაანგარიშება.
- საბაჟო დეკლარაციებთან დაკავშირებული მონაცემების მართვა და მათი რეგულარული განახლება.
- დეკლარაციების და დოკუმენტაციის სათანადო არქივირება.
- დეკლარაციებთან დაკავშირებული პრობლემების დროული და ეფექტური გადაჭრა.
- საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული რჩევების და რეკომენდაციების მიწოდება კომპანიის თანამშრომლებისთვის
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან ლოგისტიკის განხრით, სასურველია საბაჟო-საგადასახადო სპეციალიზაციის მიმართულებით.;
- მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბაჟო გაფორმების მომსახურების ან მომიჯნავე მიმართულებით.;
- საბაჟო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
- რუსული და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- MS Office, Windows, სრუყოფილი ცოდნა.
უნარ-ჩვევები:- პუნქტუალური;
- პასუხისმგებლიანი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
- სიახლის ათვისების უნარი;
- დეტალებზე ორიენტრირებული;
- მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 20 ივლისის ჩათვლით მისამართზე: ccourier2025@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.