ლაბორანტი გეოტექნიკურ ლაბორატორიაში
თარიღები: 09 ივლ - 07 აგვ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: მოქნილი გრაფიკი
მივლინება: არა
ხელფასი: 1200 - 1500
სხვა:  სხვა სამშენებლო, უძრავი ქონება:  მშენებლობა(ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@newpoint.ge
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 557 70 30 30
ნიუ პოინტ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ლაბორანტი
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, პასუხისმგებლიან თანამშრომელს გეოტექნიკურ ლაბორატორიაში, რომელიც ჩაერთვება ნიმუშების შესწავლასა და ანალიზში. ვაკანსია განსაკუთრებით საინტერესოა ტექნიკური და საბუნებისმეტყველო სფეროს სტუდენტებისთვისაც — ვინც სურს სწავლასთან ერთად რეალურ პრაქტიკაში ჩაერთოს.

რას ნიშნავს მუშაობა ჩვენთან?
შენ იმუშავებ გარემოში, სადაც:
  • ტარდება ნიადაგის ლაბორატორიული კვლევები სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის
  • სწავლობ სტანდარტულ გეოტექნიკურ ტესტირებებს (მაგ. Proctor, Atterberg, მარცვლოვანი ანალიზი და სხვ.)
  • რეალურად ეხმარები ინჟინრებს მონაცემების შეგროვებასა და შეფასებაში

ძირითადი მოვალეობები:
  • გრუნტის ნიმუშების დახარისხება და ვიზუალური აღწერაგრუნტების ფიზიკურ-მექანიკური თვისებების შესწავლა სტანდარტული ლაბორატორიული მეთოდებით
  • შედეგების ჩანიშვნა, სისტემატიზაცია და საჭიროების შემთხვევაში — ანალიზის პროცესში მონაწილეობა
  • ლაბორატორიული მოწყობილობების წესრიგის დაცვა და გამოყენება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია განათლება ან სტუდენტის სტატუსი გეოტექნიკაში, სამშენებლო ინჟინერიაში, გეოლოგიაში ან მათთან დაკავშირებულ სფეროებში
  • აუცილებელია ტექნიკური დავალებების სწორი და ყურადღებიანი შესრულება
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და გუნდური თანამშრომლობის გამოცდილება

რას გთავაზობთ?
სამუშაო გრაფიკი: მოქნილი / არასტანდარტული — შეგეძლება სწავლას შეუთავსო
ხელფასი: 1200–1500 ლარი (დამოკიდებულია დატვირთვასა და გამოცდილებაზე)
პროფესიული განვითარება პრაქტიკულ გარემოში

სამუშაო მდებარეობა: თბილისი
პერიოდულად — გასვლა შესაძლოა საჭირო გახდეს ლაბორატორიის ფარგლებს გარეთ (გრუნტის აღების შემთხვევაში)
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@newpoint.ge
კითხვებისთვის დაგვიკავშირდით: +995 557 70 30 30