საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი აცხადებს ვაკანსიას
სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველი განაკვეთი: სრული
პროექტის ვადა: 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
სამუშაო ადგილი: აბასთუმანი
ძირითადი ამოცანები:
- სამშენებლო სამუშაოების შემსრულებლებთან სახელმძღვანელო საპროექტო და სხვა გადაწყვეტილებების დროულად არსებობის უზრუნველყოფა
- სამშენებლო სამუშაოებში სტანდარტებიდან და მოთხოვნებიდან გადახრების მინიმალურ ვადებში აღმოჩენის გზით სწრაფი და ადეკვატური რეაგირების უზრუნველყოფა
- სტანდარტების და მოთხოვნების შესაბამისი სამუშაოების ზუსტად და სრულად აღრიცხვა და დადასტურება დროული და სწორი ანაზღაურებისთვის.
ფუნქციები
- შემსრულებლებთან სამუშაოების სწორად წარმოებისთვის აუცილებელი საპროექტო და სხვა სახის გადაწყვეტილებების (პროექტების, ნახაზების) არსებობის კონტროლი
- საპროექტო გადაწყვეტილებების მიწოდებაზე კონკრეტული მოთხოვნების დაყენება პროექტის მენეჯმენტთან ან/და შესაბამის დელეგირებულ პირთან
- საპროექტო გადაწყვეტილებების სრულად და სწორად განხორციელების და მშენებლობის სტანდარტების დაცვის ყოველდღიური ან/და საჭირო ვადებში კონტროლი
- გადახრების და დარღვევების მინიმალურ დროში აღმოჩენა, დასურათება და დოკუმენტირება (დააქტება)
- გადახრებზე და დარღვევებზე შემსრულებლების და პროექტის მენეჯმენტის ან/და შესაბამისი დელეგირებული პირის ინფორმირება
- გადახრებისა და დარღვევების აღმოფხვრის გეგმების მომზადების უზრუნველყოფა (დაგეგმვა, ვადების დაზუსტება, თანმიმდევრობის განსაზღვრა)
- გადახრებისა და დარღვევების სრულად და სწორად აღმოფხვრის მონიტორინგი (დასურათება, დააქტება, დაარქივება)
- მასალების სტანდარტებთან და სხვა მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი, გადახრებზე და შეუსაბამობებზე რეაგირება (ხარისხის სერტიფიკატებთან, ასევე პროექტის და დამკვეთის მოთხოვნებთან და ა.შ.)
- მისაღები (სამშენებლო და სხვა სახის სტანდარტებთან შესაბამისი) სამუშაოების ზუსტად აღრიცხვა და ანაზღაურებისთვის საჭირო მოთხოვნების მიხედვით მოცულობების დადასტურება
- შემსრულებლების მიერ ლაბორატორიული კვლევების და გაზომვების ჩატარების კონტროლი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების შესაბამისად
- ფარული სამუშაოების შესრულების კონტროლი და შესაბამისი აქტების შედგენა-დამოწმება
- სამუშაოების დასრულებული ეტაპების ჩაბარება, მათი პროექტთან და მოქმედ ნორმატიულ ტექნიკურ დოკუმენტებთან შესაბამისობის დამოწმება
საჭირო კვალიფიკაცია & უნარები:
- უმაღლესი ტექნიკური (სამშენებლო მიმართულებით) განათლება;
- მინიმუმ 3 წლიანი სამშენებლო პროექტებში სამუშაო გამოცდილება;
- სამშენებლო სტანდარტებისა და ნორმების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა, სასურველია CAD პროგრამების კარგი ცოდნა;
- ქართული ენის და ინგლისური ენის ცოდნა;
- ეფექტური კომუნიკაციის ( წერითი, ზეპირი) უნარი;
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
- კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV
hr@gtdf.ge არა უგვიანეს 2025 წლის 07 აგვისტოსი
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
წარმატებას გისურვებთ!