საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია
ბიდიეს ლოჯისტიკი აცხადებს ვაკანსიას
ლოჯისტიკის ოპერატორ-მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაო საათები: 10:00-19:00
განათლება/პროფესიული გამოცდილება:
- სასურველია უმაღლესი განათლება
- სასურველია ამავე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი სამუშაო
გამოცდილება
- კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ცოდნა
- ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა, როგორც საკომუნიკაციო, ისე წერითი.
ძირითადი მოვალეობები:
- მანქანების დატვირთვის და ტრანსპორტირების დაგეგმვა და უზრუნველყოფა
- კომპანიის ლოჯისტიკური საქმიანობის გამართულად წარმართვა
- მოულოდნელი ლოჯისტიკური პრობლემების სწრაფი და ეფექტური აღმოფხვრა
- სანდო პარტნიორების მოძიება და გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება მათთან;
- შეკვეთის მიღება/გაფორმება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი;
- კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
- ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- შეზღუდულ ვადებში ეფექტური მუშაობის უნარი.
სამუშაო ადგილი: თბილისი. ანაზღაურება: გამოცდილების და მოლაპარაკების შესაბამისად.