ტურინვესტ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე ბელვიუ რეზიდენს ბათუმში
ჩვენ ვქმნით გარემოს რომელიც თავად ზრუნავს ადამიანებზე!
ამ პოზიციაში თქვენი ძირითადი როლი იქნება შენობა/ობიექტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ძირითადი მოვალეობები:
- შენობა/ობიექტების, საერთო სარგებლობის სივრცეებისა და გარე პერიმეტრის კონტროლი, კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- კომპანიის კუთვნილებაში არსებული ტერიტორიის პერიოდული შემოვლა/დათვალიერება;
- გამოავლინოს და აღმოფხვრას შემოწმების პროცესში აღმოჩენილი დარღვევების გამომწვევი მიზეზები; გაატაროს პრევენციული ღონისძიებები;
- იყოს პასუხისმგებელი სამუშაო პროცესში მიღებული და არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე;
- მოახდინოს კამერების მონიტორინგი ;
- ნებისმიერ ფორს-მაჟორულ სიტუაციაში მოახდინოს სწრაფი რეაგირება და შესაბამის სამსახურებთან დაუყოვნებლივ დაკავშირება;
- კონფლიქტური სიტუაციების მართვა;
- შიდა წესების დარღვევის შემთხვევაში, შეადგინოს მოკლე და ზუსტი მოხსენება და ინფორმაცია გადასცეს უშუალო ხელმძღვანელს ;
- უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის უშუალო დავალებების შესრულება;
ძირითადი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ორგანიზებული;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: ბათუმი
- სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
- ანაზღაურება: 1200
გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:
- კვებითი უზრუნველყოფა
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, რესტორან "Pelion", Eforea Spa
- 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე „არგო“
- ფასდაკლება რესტორან „არგო“-ში
კომპანიის შესახებ
ტურინვესტ ჯგუფი საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს:
- მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას
- სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას
- ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას
- საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას
დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც ტურინვესტ ჯგუფს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია ტურინვესტ ჯგუფი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!