მარკეტინგული და ციფრული მონაცემების ანალიტიკოსი
1xP PRIORITY არქი
თარიღები: 09 ივლ - 25 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR:  ანალიტიკოსი (მარკეტინგი)
კომპანია „არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

არქი“-ში ვეძებთ მარკეტინგული და ციფრული მონაცემების ანალიტიკოსს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება
ციფრული მარკეტინგის მიმართულებით:
  • ციფრული კამპანიების მონაცემების შეგროვება და ანალიზი (Facebook Ads, Google Ads, YouTube, TikTok და სხვა);
  • კონვერსიის Funnel-ების აგება და ოპტიმიზაციის რეკომენდაციების შემუშავება;
  • ძირითადი მეტრიკების (ROAS, CPA, CTR, CPM, CAC და სხვ.) ანალიზი და რეპორტინგი; ახალი მეტრიკების ინიცირება და მონიტორინგი;
  • მომხმარებელთა ქცევის ანალიტიკა (Google Analytics, Meta Pixel, Looker Studio, CRM და სხვა), ციფრული კომუნიკაციის ოპტიმიზაციის რეკომენდაციების შემუშავება;
  • SEO და სოციალური მედიის შედეგების მუდმივი მონიტორინგი, რეპორტინგი;
  • მონაცემების ანალიზის საფუძველზე, ძირითადი მიგნებებისა და რეკომენდაციები მომზადებაში მონაწილეობის მიღება.
ტრადიციული მარკეტინგის მიმართულებით:
  • ოფლაინ კამპანიების შემდეგ, მომხმარებელთა ქცევის მონიტორინგი (ზარებისა და ვიზიტების რაოდენობა, გაყიდვებზე გავლენა);
  • არაციფრულ საკომუნიკაციო არხებზე ციფრული კამპანიების ეფექტიანობის შეფასება;
  • კონკურენტების ანალიზი და ბაზრის ტენდენციების რეგულარული დაკვირვება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით;
  • აუცილებელია მონაცემთან მუშაობის გამოცდილება Google Sheets-ში და Looker Studio-ში (ან მსგავს პლატფორმაზე);
  • აუცილებელია Google Analytics-ისა და Meta Ads-ის ცოდნა;
  • აუცილებელია Microsoft Office-ის ძალიან მაღალ დონეზე ცოდნა;
  • აუცილებელია ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა;
  • ციფრული მარკეტინგის ძირითადი მეთოდებისა და არხების ცოდნა;
  • სასურველია BI პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 25 ივლისის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.