არამექს ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სამუშაო პროცესის დაგეგმვა-ანალიზი;
- რეპორტინგი;
- კლიენტების მოთხოვნების შესწავლა და საჭიროებიდან გამომდინარე ფასების შეთავაზება;
- გაყიდვების გეგმის შესასრულებლად შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
- პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება;
- ლოჯისტიკურ ციკლთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება და შესაბამისი დეპარტამენტისთვის მიწოდება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან ლოჯისტიკის მიმართულებით);
- სასურველია სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
- სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა(MS Excel, MS Word, MS Outlook).
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა;
- თვითპრეზენტაციის უნარი;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი;
- პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას (ფიქსირებულს+ბონუსი);
- დინამიურ, პროფესინალურ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას;
- პროფესიული ზრდის და განვითარების შესაძლებლობას საერთაშორისო კომპანიაში;
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
ფიქსირებული სახელფასო დიაპაზონი 1500-2000 + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: სრული (10:00-დან 18:00-მდე)
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქეთევან დედოფლის 59.
დაინტერესებულმა პირებმა, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე nata@aramex.com - ზე, სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.