მზარეული
თარიღები: 09 ივლ - 07 აგვ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება:  მზარეული
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@satchashnike.ge
რესტორანი, გრილი და პაბი საჭაშნიკე“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მზარეული

უშუალო ხელმძღვანელი - დემი შეფი
სამუშაო გრაფიკი - სრული
პოზიციის ძირითადი როლი - კერძების მომზადება

ძირითადი ფუნქციები
  • სამზარეულოს გამართულად მუშაობის ხელშეწყობა მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციების, HACCP – ის სტანდარტების შესაბამისად;
  • კერძების დადგენილი რეცეპტებით, პროდუქტის განსაზღვრული რაოდენობებით და შესაბამისი სტანდარტების დაცვით მომზადება;
  • პროდუქტების შესაბამისი წესების დაცვით დამუშავება; სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესაბამისობის დაგდენა;
  • პროდუქტის ხარისხის და ვადების მუდმივი მონიტორინგი;
  • შემოსული შეკვეთებზე დაუყოვნებლი რეაგირება და დროული მომზადება;
  • აქტიური კომუნიკაცია მომსახურე პერსონალთან მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად;
  • სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობა;
  • სამუშაო პროცესებში შესაძლო რისკების იდენტიფიცირება და პრევენციული ზომების მიღება;
  • სანიტარული, ჰიგიენური ნორმების, უსაფრთხოების წესების, შრომის დისციპლინის ნორმების დაცვა;
  • სამზარეულოს/სამუშაო სივრცის მუდმივად სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
  • სტუმართმოყვარე, ყურადღებიანი, უსაფრთხო და მეგობრული გარემოს შექმნის ხელშეწყობა;
  • სტუმრის კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • პრობლემური შემთხვევისას დაუყოვნებლივი მოგვარება და სამომავლო პრევენციისთვის შესაბამისი ზომების მიღება;
  • სამუშაო ინვენტარის, ჭურჭლის, დანადგარების გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
  • მატერიალური და არამატერიული ქონების გაფრთხილება და დაცვა;
  • კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
  • მოქმედი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების, შიდა ნორმატიული ინსტრუქციების, კომპანიის შიდა წესების დაცვა;
  • საჭიროების შემთხვევაში შეფ მზარეულის ფუნქციების შეთავსება

კვალიფიკაცია
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული მოქმედი კანონმდებლობის/სტანდარტების ცოდნა

უნარები
  • როგორც გუნდური, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი;
  • პრობლემური საკითხების მოგვარების უნარი;
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
  • ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე მოგვაწოდოთ მისამართზე hr@satchashnike.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება. 

შენიშვნა - აღწერილობა არ მოიცავს აქტივობების, ქმედებების, მოვალეობების, პასუხისმგებლობების დეტალურ და ყოვლისმომცველ ჩამონათვალს, რომლის განხორციელება შესაძლოა აუცილებელი იყოს აღნიშნულ პოზიციაზე.