ვეტერინარული კომპანია „ინვეტ ფიდი“ აცხადებს ვაკანსიას ლაბორანტის პოზიციაზე.კომპანია „ინვეტ ფიდი“, როგორც შპს „ინვეტი“–ს შვილობილი კომპანია, ქართულ ბაზარს ევლინება 2015 წლიდან და აწარმოებს ცხოველებისა და ფრინველების კომბინირებულ საკვებს.კომპანია ორიენტირებულია ქართული წარმოების განვითარებაზე, შესაბამისად მისი უპირატესობაა წარმოებაში ადგილობრივი ნედლეულის გამოყენება და მაღალხარისხიანი ქართული პროდუქციის დამზადება.სამუშაო გრაფიკი: ცვლადი სამუშაო გრაფიკიანაზღაურება: შეთანხმებით კვალიფიკაციის მიხედვითსამუშაო ადგილი: მცხეთა (კომპანია უზრუნველყოფს საკუთარი ავტომობილით ტრანსპორტირებას)კვება: კვება კომპანიის ხარჯზებენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტიძირითადი მოვალეობები:- არსებული აპარატურის კარგად შესწავლა/ცოდნა;
- ნედლეულისა და მზა პროდუქტის ნიმუშების აღება დადგენილი წესის მიხედვით.
- მათი კვლევა/შეფასება, ფიზიკურ-ქიმიუირი ანალიზის ჩატარება (სამომავლოდ სწორი ტესტირების უზრუნველსაყოფად) და რეპორტების მართვა;
- ქიმიური მეთოდების შესწავლა, ცოდნა და შესრულება;
- ანალიზის ჩატარებისთვის საჭირო ხსნარების მომზადება;
- ჰიგიენური ნორმების დაცვა და ხარვეზების დროული გამოვლენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- უმაღლესი განათლება, სასურველია ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის (ქიმია/ბიოლოგია) მიმართულებით;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასურველია;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:- სწორი კომუნიკაციის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
„ინვეტ ფიდი“ გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის საშუალებას, კრეატიული იდეების გაზიარების შესაძლებლობას. კომპანია მუდმივად ზრუნავს კადრების განვითარებაზე.დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@invet.com.ge არაუგვიანეს 2025 წლის 09 აგვისტომდე.
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კომპანიის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.გისურვებთ წარმატებებს!